- ბაქოს ნეფთჩიმ კაპაზი 5:2 დაამარცხა, ანგარიში საბა კვერკველიამ გახსნა
- აზერბაიჯანულ გუნდში ვატო არველაძემ პირველად ითამაშა
ბაქოს ნეფთჩის მაისურით საბა კვერკველიამ სადებიუტო გოლი გაიტანა. აზერბაიჯანის ჩემპიონატის მე-2 ტურში ნეფთჩიმ კაპაზი 5:2 დაამარცხა და ანგარიში ქართველმა მცველმა გახსნა.
კვერკველია თამაშის მე-11 წუთზე შეტევაში კუთხურის დროს ჩაერთო და მეტოქის კარი ახლო მანძილიდან აიღო. როგორც ვთქვით, ეს მისი პირველი გოლია აზერბაიჯანულ კარიერაში (მე-5 მატჩში).
ამავდროულად, ნეფთჩიში დებიუტი ჰქონდა ვატო არველაძეს. ქართველი შემტევი მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა. როგორც იცით, ვატო ბაქოელებს თურქული კარაგუმრუკიდან შეუერთდა.
ნეფთჩის ორი ტურში 6 ქულა აქვს, მომდევნო შეხვედრას კი 20 აგვისტოს, სტუმრად საბაჰთან გამართავს.
კომენტარები