Thumbnail
  • დილა 0:1 დინამო ბათუმი | გოლი: 0:1 რადინი (81)
  • ჩემპიონმა სეზონში მორიგი 3 ქულა მოიპოვა
  • თბილისის ლოკომოტივმა მეოცედ წააგო

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა დინამო ბათუმმა ეროვნული ლიგა მოგებით განაახლა. გია გეგუჩაძის გუნდმა გორში დილას დაძაბულ ბრძოლაში 1:0 აჯობა.

თამაში არცთუ ისე სანახაობრივი გამოდგა და ბევრი საგოლე მომენტი არ შექმნილა. მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა და ერთადერთმა შეცდომამ გადაწყვიტა. 81-ე წუთზე გორელთა მეკარე დანილო კანევცევი შეცდა, რითაც მილან რადინმა ისარგებლა და პრაქტიკულად დაუცველ კარში გამარჯვების გოლი გაიტანა.

შედეგად, დინამო ბათუმმა 50 ქულა დააგროვა და დინამო თბილისთან 9-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა. მოქმედი ჩემპიონები მომდევნო ტურში საბურთალოს შეხვდებიან, ხოლო დილა, რომელიც 34 ქულით მე-4 პოზიციაზეა, 20 აგვისტოს, დინამო თბილისს დაუპირისპირდება.

21-ე ტურში დღეს კიდევ ერთი მატჩი გაიმართა, რომელშიც გაგრამ აუტსაიდერი თბილისის ლოკომოტივი თეიმურაზ შონიასა და ოთარ ფარულავას გოლებით დამაჯერებლად დაამარცხა. გაგრა 22 ქულით მერვე ადგილზეა, ხოლო ლოკომოტივი პრაქტიკულად გავარდნილია, რადგან 21 ტურში მხოლოდ 3 ქულა აქვს და ბოლო პოზიციაზეა. თბილისური გუნდისთვის ეს სეზონში მე-20 წაგება იყო...

ეროვნული ლიგის 21-ე ტური ორშაბათს, თბილისის საბურთალოსა და ქუთაისის ტორპედოს მატჩით დასრულდება.

დილა 0:1 დინამო ბათუმი

გოლი: 0:1 რადინი (81)

დილა (4-3-3): კანევცევი - ჩიტეიშვილი, ნონდი, ჭიჭინაძე, ვანდერსონი - სანტოსი, ბატიუშინი, მოსიაშვილი - გომისი (68. დრამე), კაპანაძე (68. სპანდერაშვილი), გეილი.

დინამო ბათუმი (4-3-3): ალავიძე - ჩაბრაძე, კობახიძე, რეხვიაშვილი, ნავალოვსკი (71. ღუდუშაური) - რადინი (84. აზაცკი), ტეიდი, ალთუნაშვილი - მამუჩაშვილი, ფანცულაია (71. ბიძინაშვილი), ჯიღაური (71. ფალავანდიშვილი).

ლოკომოტივი 0:2 გაგრა

გოლები: 0:1 შონია (4), 0:2 ფარულავა (41)

კომენტარები

ბოლო ამბები