Thumbnail
  • ჯამალ მუსიალას 2 ტურის შემდეგ 3 ბურთი აქვს გატანილი
  • ჯამში მას ბუნდესლიგაში უკვე 14 გოლი დაუგროვდა

მიუნხენის ბაიერნს ახალი რეკორდსმენი თინეიჯერი ჰყავს: ჯამალ მუსიალა.

ბუნდესლიგის მეორე ტურში რეკორდმაისტერმა ვოლფსბურგი 2:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილს 100-პროცენტიანი შედეგით ლიდერობს. 6 ქულა აქვს დორტმუნდის ბორუსიასაც, თუმცა მიუნხენელები ბურთების უკეთესი შეფარდების გამო (8:1) პირველ ადგილზე არიან.

ვოლფსბურგთან ანგარიში სწორედ მუსიალამ გახსნა - 33-ე წუთზე, ძალზე ეფექტური გოლით და რეკორდმაისტერის ისტორიაში შევიდა. თინეიჯერულ ასაკში გატანილი გოლებით ის ბაიერნის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა!

ბუნდესლიგაში ეს 19 წლის მუსიალას მე-14 გოლი იყო. 20 წლამდე ასაკში გატანილი გოლების რაოდენობით ის უკვე უსწრებს ლეგენდარულ ული ჰიონესს (13 გოლი). მესამე ადგილზე როკე სანტა კრუსია 10 გოლით, ხოლო მეოთხეზე კი - ბაიერნის კიდევ ერთი ლეგენდა კარლ-ჰაინც რუმენიგე (9 გოლი U20 ასაკში).

საინტერესოა, რომ მუსიალას 26 თებერვლამდე აქვს დრო, რომ თავისი რეკორდი გააუმჯობესოს. ამ სეზონის 2 ტურში მის ანგარიშზე უკვე 3 გოლია.

კომენტარები

ბოლო ამბები