Thumbnail
  • ვალენსია 1:0 ჟირონა | ჯენარო გატუზოს ესპანური კარიერა მოგებით დაიწყო
  • გიორგი მამარდაშვილმა პირველ ტურში გოლი არ გაუშვა

ვალენსიამ ლა ლიგის ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო. ჯენარო გატუზოს ოფიციალური დებიუტი ესპანური კლუბის მთავარი მწვრთნელის რანგში წარმატებული გამოვიდა, თუმცა მესტალიურ კლუბს ძალიან რთული თამაში ჰქონდა.

"ლოს ჩემ" "მესტალიაზე" ლა ლიგაში ახლახან დაბრუნებულ ჟირონას უმასპინძლა და პირველი ტაიმის ბოლო წუთზე, კარლოს სოლერის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით მოიგო, რომელმაც პენალტი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ 52-ე წუთზე ვალენსიას ერაი კომერტი გაუძევეს და გატუზოს გუნდმა თითქმის მთელი მე-2 ტაიმი რიცხობრივ უპირატესობაში გაატარა.

ვალენსიამ სეზონი თუ გამარჯვებით გახსნა, გიორგი მამარდაშვილმა მშრალი მატჩით დაიწყო. ქართველ კიპერს ბევრი საქმე ნამდვილად არ ჰქონია, რადგან სტუმრებმა კარში ზუსტად ერთხელ დაარტყეს, რომელსაც 21 წლის მეკარე გაუმკლავდა.

ამგვარად, 2022/23 წლების სეზონი გატუზოს გუნდმა 3 ქულით დაიწყო, თუმცა ვალენსიაში სამუშაო რომ ძალიან ბევრია, აშკარად ჩანს. მომდევნო ტურში "ღამურები" 21 აგვისტოს, სტუმრად, ბილბაოს ატლეტიკს შეხვდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები