Thumbnail

წარუმატებელი დაბრუნება - ბასილაშვილმა მაკდონალდთან ისევ უშანსოდ წააგო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მაკენზი მაკდონალდი 6:0, 6:1 ნიკოლოზ ბასილაშვილი
  • ნიკამ ამერიკელთან უშანსოდ წელს უკვე მესამედ წააგო
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ კორტზე დაბრუნებულმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (ATP: 34) ცინცინატის მასტერსზე (საპრიზო ფონდი 6 280 880 აშშ დოლაში) ვერაფერი გააწყო ამერიკელ მაკენზი მაკდონალდთან (72) და ტურნირში გამოსვლა პირველსავე წრეში დაასრულა. 

30 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა 27 წლის ამერიკელთან, რომელიც Western & Southern Open-ზე "უალდ ქარდით" არის მიწვეული, წარუმატებელი სერია ვერ შეწყვეტია. წელს ნიკა მაკენზის უკვე მესამედ დაუპირისპირდა. პირველ ორ შეხვედრაში, როტერდამსა და როლან გაროსზე, ბასილაშვილმა ისე წააგო, სეტიც ვერ აიღო და იგივე გამეორდა ცინცინატშიც. 
 
თამაში 53 წუთში დასრულდა. ამერიკელმა 8 ეისი მოაწოდა, დაუშვა 1 ორმაგი შეცდომა და 11-იდან 7 ბრეიკ-პოინტის რეალიზება შეძლო. ბასილაშვილის ანგარიშზე არცერთი ეისი და 8 ორმაგი შეცდომაა. 

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბოლოს 19 ივლისს ითამაშა და მაშინ ასლან კარაცევთან წააგო (4:6, 0:6). რაც შეეება ცინცინატის მასტერსს, აქ ნიკა ბოლო წლებში პირველსავე წრეში მარცხდება, საუკეთესო შედეგი კი 2017-ში ჰქონდა, როცა ორი ეტაპი დაძლია და მესამეში ამერიკელ ჯარეტ დონალდსონთან დამარცხდა. 

ცინცინატის მასტერსის მეორე წრეში მაკენზი მაკდონალდის მეტოქე მსოფლიოს მე-4 ჩოგანი, ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ესპანელი კარლოს ალკარასი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები