Thumbnail
  • იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში ნაპოლი ვერონას ეთამაშება
  • ხვიჩა კვარაცხელიამ დებიუტი გოლით აღნიშნა

UPDATE: ეს არის თამაში, რომელსაც მთელი საფეხბურთო საქართველო მოუთმენლად ელოდა! 

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩშივე შეძლო გოლის გატანა. საქართველოს ნაკრების ლიდერმა ვერონას თავით გაუტანა.


იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში ნაპოლი ვერონას სტუმრად ეთამაშება. ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ში ოფიციალური დებიუტი აქვს.

აღსანიშნავია, რომ ლუჩანო სპალეტიმ, როგორც მოსალოდნელი იყო, 4-3-3 ტაქტიკური სქემა აირჩია. კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე თამაშობს. ასევე საინტერესოა, რომ მარცხენა მცველის პოზიციაზე, ძირითადში მარიო რუია გამწესებული. ხვიჩას ფლანგზე სწორედ ის აზღვევს და ეხმარება.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ნაპოლიმ სოციალურ ქსელებში, თავის ოფიციალურ გვერდებზე ძირითადი შემადგენლობა კვარაცხელიას ფოტოთი დაანონსა.  

ვერონა (3-5-2): მონტიპო - დავიდოვიჩი, გიუნტერი, ამიონე - ფარაონი, ტამეზე, ჰონგლა, ილიჩი, ლაზოვიჩი - ანრი, ლაზანია.

ნაპოლი (4-3-3): მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, მარიო რუი - ანგისა, ლობოტკა, ჟელინსკი - ლოსანო, ოსიმენი, კვარაცხელია.

კომენტარები

ბოლო ამბები