Thumbnail

'ახლა 91 კილო ვარ' - პიმბლეტმა სატიტულო ჩხუბზე პროგნოზი გააკეთა

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • UFC-ის მსუბუქი წონის ურეიტინგო ვარსკვლავმა სატიტულო ბრძოლაზე პროგნოზი გააკეთა
  • პიმბლეტის აზრით, ჩარლზ ოლივეირა ისლამ მახაჩევს მესამე რაუნდში დააფინიშებს

UFC-ის მსუბუქი წონის მებრძოლმა პედი პიმბლეტმა აშშ-ში ყოფნისას პრესკონფერენცია მოაწყო და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა

ლივერპულელმა, რომელიც ბოლო პერიოდში MMA-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაა, თავის წონასა (70 კგ-მდე) და ოლივეირა-მახაჩევის ბრძოლაზე ისაუბრა. 

"ახლა 91 კილოგრამს ვიწონი, მაგრამ როგორც კი რეიტინგულ მებრძოლებთან ჩხუბს დავიწყებ, წონას დავაგდებ. ამ ეტაპზე კი მომატება მომწონს. ალბათ, ლას ვეგასში ვიჩხუბებ. რამდენადაც ვიცი, ღონისძიება 10 დეკემბერს არის დაგეგმილი. 

რაც შეეხება ჩემი დივიზიონის სატიტულო ბრძოლას, ძალიან მაგარი დაპირისპირება იქნება, თუმცა ვფიქრობ, ჩარლზი მახაჩევისთვის ზედმეტად ძლიერია. ოლივეირა ისლამს დააფინიშებს, ზუსტად მესამე რაუნდში. ჩარლზს გაცილებით მაღალი დონისა და უფრო სახიფათო მოწინააღმდეგეები დაუმარცხებია, ვიდრე მახაჩევს. მიმაჩნია, რომ დაღესტნელი ბრაზილიელის არსენალს ვერ გაუძლებს," - თქვა პედიმ. 

პიმბლეტმა ბოლო ჩხუბში ჯორდან ლივიტი 23 ივლისს დანებებით დაამარცხა. ინგლისელ სპორტსმენს UFC-ში სამი ბრძოლა გაუმართავს და სამივე ვადაზე ადრე მოიგო. პედის, რომელსაც მსუბუქ წონის ტოპ 15-ში არ შესულა,, ინსტაგრამზე 1,8 მილიონი გამომწერი ჰყავს, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მებრძოლად აქცევს. 

კომენტარები

ბოლო ამბები