Thumbnail

SportItalia-ს, CNN-ისა და Al Jazeera-ს კორესპონდენტმა, ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ტანკრედი პალმერიმ ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი ნაპოლის ოფიციალურ შეხვედრაში შეაფასა და დაწერა, რომ ახალი ვარსკვლავი დაიბადა. 

იტალიელი მიიჩნევს, რომ ხვიჩა არატიპური 10 ნომერია, რომელიც საოცარი დახვეწილობით გამოირჩევა.

"ვარსკვლავი დაიბადა! ნაპოლის ახალწვეულმა კვარაცხელიამ ვერონას წინააღმდეგ სულ ცოტა ხნის წინ გაიტანა! მისი თავური ნაკლებად მნიშვნელოვანია. არატიპური 10 ნომერი, რომელიც მარცხენა გარემარბად თამაშობს, ვერასდროს ნახავთ მის გაცვეთილ, ბანალურ შეხებას ბურთთან, ყოველთვის პოულობს სივრცეებს, მაგარი აჩქარება და დრიბლინგი აქვს, შემოქმედისთვის დამახასიათებელი ელეგანტურობა. ზვონიმირ ბობანს მაგონებს!" - დაწერა პალმერიმ.

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს სადებიუტო შეხვედრაში ვერონას წინააღმდეგ გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა. ქართველმა მოედანზე 68 წუთი გაატარა, ნაპოლიმ კი შეხვედრა 5:2 მოიგო. მომდევნო შეხვედრას ნეაპოლიტანელები საშინაო არენაზე მონცას წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი 21 აგვისტოს, 20:30 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები