Thumbnail

ხვიჩა კვარაცხელიას იდეალური დებიუტი ჰქონდა სერია A-ში - 68 წუთში გოლი და საგოლე პასი მიითვალა, ვერონასთან სტუმრად 5:2 მოგებულ დაპირისპირებაში. WhoScored-მა ქართველი ლეგიონერის თამაში 7.79 ქულით (10-ბალიანი სისტემა) შეაფასა, ეს კი მატჩში მეორე შეფასებაა (ანგისა - 7.78). საუკეთესო შეფასება ნაპოლის სლოვაკ ნახევარმცველს, სტანისლავ ლობოტკას ჰქონდა - 7.9. ლობოტკას, ხვიჩასგან განსხვავებით, თავის გამოსაჩენად სრული მატჩი მიეცა. 

WhoScored-მა ხვიჩა 7.8 ქულით შეაფასა

მატჩში გოლი და საგოლე პასი მხოლოდ ხვიჩას და ვიკტორ ოსიმენს (7.25) ჰქონდათ. 68 წუთში კვარაცხელია ზეაქტიური იყო (განსაკუთრებით პირველ ტაიმში) - მის ანგარიშზე 4 დარტყმაა, აქედან ორი კარში წავიდა (1 გოლი), 1 ოდნავ აცდა კარს და ერთიც მცველმა დაბლოკა. მეტი დარტყმა მხოლოდ ოსიმენს (5) ჰქონდა. ხვიჩას ანგარიშზეა 2 მნიშვნელოვანი პასი (1 საგოლე). 

თამაშის heatmap კვარაცხელიას სუპერაქტიურობის დასტურია (მუქი ლაქა ნაპოლის შეტევის მარცხენა ფლანგზე)

სამწუხაროდ, წარმატებულ დრიბლინგის გრაფაში მას 0 დარჩა (რამდენიმე მცდელობიდან არცერთი გამოუვიდა). პასივშია ორჯერ პოზიციის დაკარგვა და 1 ტექნიკური ლაფსუსი. კვარაცხელიას წინააღმდეგ ერთხელ დაარღვიეს თამაშის წესები. ხვიჩას 24 პასიდან 83.3% ზუსტი იყო, ასევე ზუსტი იყო ერთი ჩაწოდება საჯარიმოში. 2 გამჭოლი პასი კი უნიკალურია - ნაპოლის რიგებში სხვას ასეთი პასი არ გაუკეთებია ვერონასთან თამაშში. დაცვითი სტატისტიკიდან მის ანგარიშზე ერთი მოგებული ორთაბრძოლაა. 

კომენტარები

ბოლო ამბები