Thumbnail

ხვიჩა კვარაცხელიას იტალიის სერია A-ში ფანტასტიკური დებიუტი გამოუვიდა. ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში ნაპოლიმ სტუმრად ვერონას ანგარიშით 5:2 მოუგო, ნეაპოლელთა 21 წლის ქართველმა გარემარბმა კი ოფიციალური დებიუტი გოლითა და საგოლე პასით აღნიშნა. 

ვერონა-ნაპოლის შეხვედრაში კვარაცხელია სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო, მოედანზე კი 68-ე წუთამდე დაჰყო. ხვიჩამ გოლი 37-ე წუთზე შეაგდო და ანგარიში გაათანაბრა (1:1), მოგვიანებით კი, 55-ე წუთზე, საგოლე გადაცემით პიოტრ ჟელინსკი მოამარაგა. 

ავტორიტეტულმა საიტმა Whoscored-მა სერია A-ს პირველი ტურის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა, რომელშიც კვარაცხელიაც მოხვდა. ხვიჩას თამაში ვერონასთან 7,7 ბალით შეფასდა, მასთან ერთად კი სიმბოლურ გუნდში, მისი თანაგუნდელი ირვინ ლოსანოც მოხვდა (7,6 ბალი). 

ნაპოლი სერია A-ს მე-2 ტურის შეხვედრას 21 აგვისტოს, "სტადიო მარადონაზე" მონცას წინააღმდეგ გამართავს. კვარაცხელიას აქამდე ნეაპოლში არ უთამაშია, ამდენად, დებიუტი უკვე საშინაო არენაზე ექნება.

კომენტარები

ბოლო ამბები