Thumbnail

ნაპოლიმ და ხვიჩა კვარაცხელიამ ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყეს. ლუჩანო სპალეტის გუნდმა სტუმრად ვერონა 5:2 დაამარცხა, ხოლო ქართველმა ფეხბურთელმა სერია A-ში სადებიუტო თამაშში გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

მატჩის შემდეგ ხვიჩას შესახებ კომენტარი პიოტრ ჟელინსკიმაც გააკეთა, რომელმაც ვერონელთა კარი სწორედ ხვიჩას უზადო პასით დალაშქრა. პოლონელმა თქვა, რომ ასეთი ფეხბურთელის დამატება ბედნიერებაა.

"მან აჩვენა, რომ ძალიან მაღალი ხარისხის ფეხბურთელია. შეგვიძლია, ბედნიერები ვიყოთ, რომ ასეთი დიდებული მოთამაშე დავიმატეთ. სხვა ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელიც მოვიდა და დარწმუნებული ვარ, სეზონის განმავლობაში ძალიან დაგვეხმარებიან", - აღნიშნა ჟელინსკიმ.

კვარას მაგარი დებიუტი ჰქონდა

21 წლის ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა იტალიელმა საფეხბურთო მენეჯერმა ჯანლუკა ნანიმ. როგორც მან აღნიშნა, ხვიჩათი ჯერ კიდევ 3 წლის წინ დაინტერესდა და იმედოვნებს, რომ ქართველი მოლოდინის გამართლებას შეძლებს.

"კვარაცხელიას ძალიან კარგად ვიცნობდი, ჯერ კიდევ 3 წლის წინ აქტიურად ვაკვირდებოდი. მას დიდი პოტენციალი აქვს, ის ქმნის უპირატესობას, ატყუებს მეტოქეებს, ერთი-ერთზე თამაშის ბრწყინვალე უნარები აქვს. თუ თავის მსუბუქ სათამაშო სტილთან უფრო ცივსისხლიანი და შედეგიანი იქნება, დამანგრეველი მოთამაშე გახდება. დრო და მოედანი გამოიტანს საბოლოო განაჩენს", - თქვა ნანიმ.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი მომდევნო ტურში 21 აგვისტოს, მონცას უმასპინძლებს და ამჯერად კვარაცხელიას დებიუტი „სტადიო მარადონაზე“ ექნება, რადგან ნეაპოლში ჯერ მას არ უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები