Thumbnail
  • კალათბურთელი მსახიობ ჰეზელ რენესზე დაქორწინდა
  • გრინსა და ჯეიმსს პარკეტის მიღმა მშვენიერი ურთიერთობა აქვთ

გოლდენ სტეიტ უორიორსის ვარსკვლავმა დრეიმონდ გრინმა NBA-ის მეოთხე ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ, თავის კოლექციას კიდევ ერთი ბეჭედი შემატა. 32 წლის მძიმე ფორვარდი მსახიობ ჰეზელ რენესზე დაქორწინდა, თანაც ეს დასამახსოვრებელი მოვლენა ვარსკვლავურ გარემოში აღნიშნა.

საპატიო სტუმრებს შორის ლებრონ ჯეიმსი, სტეფ კარი, ჯეისონ ტეიტუმი და სეთ კარი იყვნენ. ქორწილს NBA-ს კალათბურთელებთან ერთად გოლფის მოთამაშე მიშელ ვესტი და მიჩიგანის შტატის კალათბურთის მწვრთნელი ტომ იზოც ესწრებოდნენ.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ გრინსა და ჯეიმსს პარკეტზე უთანხმოება ხშირად მოსვლიათ, მათ შორის ბევრჯერ არასასიამოვნო საუბარიც კი შემდგარა, მაგრამ როგორც ჩანს, საკალათბურთო მატჩების მიღმა მშვენიერ ურთიერთობას ინარჩუნებენ. ჯეიმსმა ფოტო კარისთან და გრინთან ერთად გადაიღო, მოგვიანებით აღნიშნა, რომ ტრიო 12 საჩემპიონო ბეჭედს ფლობს.

კომენტარები

ბოლო ამბები