Thumbnail

ფიფამ ინდოეთის ფეხბურთის ფედერაციას წევრობა შეუჩერა

  • ფიფამ ინდოეთი ფედერაციის საქმიანობაში მესამე პირების ჩარევის გამო დასაჯა
  • ქვეყანას U17 ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩამოართვეს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) ინდოეთის ფეხბურთის ფედერაციისთვის (AIFF) წევრობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ფიფას საიტი ავრცელებს.  წევრობის შეჩერების მიზეზი "ფედერაციის საქმიანობაში მესამე პირების ჩარევა" გახდა, რაც ფიფას წესდების სერიოზული დარღვევაა. 

როგორც ირკვევა, AIFF-ს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც მისმა ყოფილმა ხელმძღვანელმა პრაფულ პატელმა თანამდებობაზე საქმიანობა ვადის ამოწურვის შემდეგაც გააგრძელა. 

წევრობის შეჩერების გამო, ინდოეთი ვეღარ შეძლებს მსოფლიოს 17 წლამდე ქალთა ჩემპიონატის მასპინძლობას, რომელიც 11-30 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.

ინდოეთის ფეხბურთის ფედერაცია ფიფაში დაბრუნებას მაშინ შეძლებს, როდესაც გაუქმდება ადმინისტრაციული კომიტეტის შექმნის ბრძანება, რომელიც ორგანიზაციის აღმასკომის უფლებებს ითავსებს, ხოლო ფედერაციის ხელმძღვანელობა მის საქმიანობაზე სრულ კონტროლს აღადგენს. 

კომენტარები

ბოლო ამბები