Thumbnail
  • ლივერპულმა ახალი სეზონი ცუდად დაიწყო
  • კრისტალ პალასთან ფრის შემდეგ დარვინ ნუნიესს აკრიტიკებენ
  • ურუგვაელ ფორვარდზე იურგენ კლოპმა ილაპარაკა

წამყვანი ფეხბურთელების ტრავმები, მხოლოდ 2 ქულა 2 ტურის შემდეგ და დარვინ ნუნიესის არასპორტული საქციელი - ახალი სეზონის სტარტი ლივერპულისთვის კარგი ნამდვილად არ გამოვიდა.

ურუგვაელი თავდამსხმელი, რომელიც მერსისაიდელებმა ლისაბონის ბენფიკადან 75 მილიონ ევროდ შეიძინეს და კლუბის ყველაზე ძვირადღირებული ფორვარდია, კრისტალ პალასთან მატჩში არასპორტული საქციელის გამო 57-ე წუთზე გააძევეს. მატჩის შემდეგ, ლივერპულის მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს მისი დაცვა არ უცდია.

“პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, მაგრამ დარვინის რეაქცია ულაპარაკოდ არასწორი იყო, - თქვა კლოპმა ნუნიესზე, რომელმაც ანდერსენის ხელის კვრას თავის ჩარტყმით უპასუხა. 23 წლის ფორვარდი დისკვალიფიკაციის გამო ვერც მანჩესტერ იუნაიედთან ითამაშებს, ვერც ბორნმუთთან და ვერც ნიუკასლთან.

“დარვინმა თანაგუნდელები დააღალატა, - განაგრძო კლოპმა ნუნიესის კრიტიკა, - მან შეცდომა დაუშვა. ახლა, ჯობია მშვიდად იყოს, ხვალ დაველაპარაკები. დარვინმა უნდა იცოდეს, რომ მცველები ასე უფრო და უფრო ხშირად მოექცევიან. შეცდომაზე უნდა ისწავლოს. სამწუხაროდ, საამისოდ ახლა 3 მატჩის შესაბამისი დრო ექნება. ეს ჩვენთვის კარგი ნამდვილად არ არის.”

ლივერპულისთვის პრობლემა მხოლოდ ის კი არ არის, რომ 2 ტურის შემდეგ 2 ქულა აქვს და მანჩესტერ სიტის უკვე 4 ქულით ჩამორჩება, არამედ ისიც, რომ კლოპს უკვე ბევრი წამყვანი მოთამაშე აკლია. კრისტალ პალასთან ცენტრალური მცველი ნათანაელ ფილიპსი დაშავდა. ტრავმირებულები არიან ჯოელ მატიპი, იბრაჰიმა კონატე, ტიაგო ალკანტარა და დიოგო ჟოტა. პრობლემები აქვს კაპიტან ჯორდან ჰენდერსონსაც.

“მართლაც საკმაოდ რთული კვირა გვქონდა. თითქოს სახლში ვიღაც ბოროტი ჯადოქარი შემოგვივარდა. მართლა. ყოველდღე ვიღაც გვაკლდებოდა.” - ესეც კლოპის სიტყვებია.

ახლა კი ლივერპულს დარვინ ნუნიესიც გამოაკლდა: “ჩვენ მის დისკვალიფიკაციას პროდუქტიულად გამოვიყენებთ, ფსიქოლოგიური სამუშაოსთვის,” - დასძინა გერმანელმა.

კომენტარები

ბოლო ამბები