Thumbnail

The Athletic-ის ცნობილმა ჟურნალისტმა სკოტ აგნესმა Fieldhouse Files-ის პოდკასტ Pacers Mailbag-ში ინდიანა პეისერსის შესახებ მსმენელების კითხვებს უპასუხა. აგნესი ცნოლი ინსაიდერია და მან კარგად იცის, რა ხდება გოგა ბითაძის გუნდში. სხვათა შორის, ერთ-ერთი შეკითხვა ქართველ ცენტრს მიეძღვნა. 

გოგა ბითაძე ნიკოლა იოკიჩის წინააღმდეგ

პოდკასტის მთავარი თემა მაილს ტერნერი და მისი სავარაუდო ტრეიდიი იყო. აგნესს მიაჩნია, რომ დაახლოებით ის მოხდება, რაც 2020-ში ვიკტორ ოლადიპოს შემთხვევაში - ტერნერი, დიდი ალბათობით, სეზონს ძალიან კარგად დაიწყებს, რომ მისი სატრეიდო "ფასი", რომელიც ისედაც დიდია, კიდევ გაიზარდოს. შემდეგ კი გუნდი მაილსს შეელევა. გოგასთან დაკავშირებულ შეკითხვას კი უცვლელად გთავაზობთ:

მაიკლი: ამ ზაფხულს თითქმის არ საუბრობენ გოგა ბითაძეზე. მართალია, პეისერსი სერიოზულად შეიცვალა, მაგრამ, ბევრი ფიქრობს, რომ ის მაინც არ არის ჯერ საპლეიოფო გუნდი. როგორ ფიქრობთ, ექნება გოგას ამ გუნდში თავისი როლი, თუ მისი დრო გასულია?

სკოტ აგნესი: "მართალი ხართ, მასზე არავინ ლაპარაკობს, თუ არ ჩავთვლით Fieldhouse Files-ს. მე მას ველაპარაკე და ახალი ინფორმაცია მაქვს. ეს სეზონი მისთვის ბოლოა, NBA-ს ახალბედისთვის გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით. არ ვფიქრობ, რომ ის ამ ახალი გუნდის სათამაშო სტილს მოერგება. პლუს ამას, გუნდში არიან აიზია ჯეკსონი და ჯეილენ სმითი". 

როგორც ხედავთ, სკოტ აგნესი სკეპტიკურად უყურებს გოგას მომავალს პეისერსში. შეგახსენებთ, რომ გოგამ საქართველოს ნაკრების შეკრება მცირე ტრავმის გამო დატოვა და ინდიანაპოლისში დაბრუნდა. ის პეისერსის ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტს, თუ როდის შეუერთდება ეროვნულ ნაკრებს. გოგა ათენში აკროპოლისის თასზე არ არის, თუმცა შესაძლოა გუნდს 24 აგვისტოს მატჩისთვის შეუერთდეს - 24-ში საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ნიდერლანდების ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 27-ში ბრეშაში იტალიას ესტუმრება. ამის შემდეგ კი ევრობასკეტზე გადაერთვება.     

კომენტარები

ბოლო ამბები