Thumbnail

ძალოსნობა | ორი ჩემპიონი და ერთი ვიცე-ჩემპიონი ევროპის ჩემპიონატზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ირაკლი ვეკუა 15-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა
  • გერვასი თაბაგარმა კი იგივე ტიტული 17-წლამდელებში მოიპოვა

პოლონეთში მიმდინარე 15 და 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებისთვის მორიგი საშეჯიბრო დღე წარმატებული გამოდგა.

15-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა ირაკლი ვეკუა (102 კგ.), რომელმაც სამი ოქროს მედალი მოიპოვა. მან ატაცში 115, 120 და 125 კგ დაძლია, აკვრაში კი 148, 154 და 157 კგ-ებს გაუმკლავდა და ორივე დისციპლინაში ოქროს დაეუფლა. შედეგად, ორჭიდში 282 კგ დაუგროვდა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

ასევე ევროპის ჩემპიონი გახდა გერვასი თაბაგარი, რომელმაც 17-წლამდელთა შორის 96 კგ წონით კატეგორიაში ყველას აჯობა. მან ატაცში 130, 135 და 139 კგ დაძლია, აკვრაში კი 165, 173 და 181 კგ დააფიქსირა, ორჭიდში კი 320 კგ დაუგროვდა და სამივე ოქროს მედალი მოიპოვა.

ამავე წონაში საბა ადამიამ ატაცში 123 და 130 კგ დაძლია და დისციპლინაში ბრინჯაო მოიპოვა, ხოლო აკვრაში 154, 159 და 163 კგ-ით ვერცხლის მედალს დასჯერდა. ორჭიდში მან 293 დააგროვა და ესეც ვერცხლისთვის გამოდგა საკმარისი.

კომენტარები

ბოლო ამბები