- VOH Radio გაზეთ 'მარკაზე' დაყრდნობით: მანჩესტერი ტრანსფერს ამზადებს
- გატუზომ ლა ლიგა გამარჯვებით დაიწყო, მამარდაშვილმა მშრალი მატჩით
- მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია
VOH Radio გაზეთ "მარკაზე" დაყრდნობით საინტერესო სატრანსფერო ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც ვალენსიას 21 წლის გოლკიპერ გიორგი მამარდაშვილს ეხება. წყაროს ცნობით, მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობა დავიდ დე ხეას თამაშით უკმაყოფილოა, განსაკუთრებით ბრენტფორდთან (0:4) დაშვებული შეცდომების გამო და მის შემცვლელზე ფიქრობს. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჯერ კიდევ რჩება დრო, ევროპულ მედიაში კი კარგა ხანია, ცნობილია, რომ იუნაიტედი გიორგი მამარდაშვილით არის დაინტერესებული.

"ბრენტფორდთან წაგებულ მატჩში დე ხეამ შეცდომები დაუშვა, კლუბის ხელმძღვანელობა ამით კმაყოფილი ვერ იქნება და გადაწყვეტილება მიღებულია, საზაფხულო ფანჯრისას მისი შემცვლელი უნდა იპოვნონ. ესპანური გაზეთი "მარკა" წერს, რომ მანჩესტერ იუნაიტედის წარმომადგენელი უკვე დაუკავშირდა ქართველ მეკარეს. 21 წლის მამარდაშვილი ვალენსიაში 2021 წელს გადავიდა და თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა.
იუნაიტედი მზადაა 35-40 მილიონი ფუნტი სტერლინგი გაიღოს, რომ ვალენსია მის გაყიდვაში დაიყოლიოს.
გიორგი მამარდაშვილი 199 სმ. სიმაღლისაა, ის TOP 5 ლიგებში ერთ-ერთი ყველაზე ტანმაღალი გოლკიპერია. მართალია, ის მანუელ ნოიერს აღმერთებს, მაგრამ ესპანეთში მას ყველა ტიბო კურტუას ადარებს და ამ ორ მოთამაშეში ბევრ საერთოს ხედავს. სიმაღლის გარდა მსგავსება ისაა, რომ მამარდაშვილიც ცაციაა. ის ახლა ფეხით უფრო ხშირად თამაშობს და ეს ახალგაზრდა მეკარისთვის დიდი პლუსია".
35-40 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაახლოებით 41-47 მილიონი ევროა. შეგახსენებთ, რომ ვალენსიას სურს გიორგი მამარდაშვილს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს უკეთესი პირობებით და ახალი გამოსასყიდი თანხით (ზოგიერთ მედიაში 100 მილიონ ევროს ასახელებენ), რაც სხვა კლუბების მის გადაბირებას გაურთულებს. თუმცა ახალ კონტრაქტს ჯერ იასპერ სილესენის ტრანსფერთან დაკავშირებული გაურკვევლობა უშლიდა, ეს მოგვარდა, მაგრამ გიორგის კონტრაქტი ჯერ მაინც არ გაუახლებია. ძნელი სათქმელია, რამდენად შეეფერება სიმართლეს ეს ხმები, მაგრამ თუ ტრანსფერი განხორციელდა, ეს იქნება ქართული ფეხბურთის ისტორიაში რეკორდული გადასვლა.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის პირველ ტურში ვალენსიამ 10 კაცით მოახერხა ჟირონას დამარცხება - 1:0, გიორგი მამარდაშვილმა კი სეზონში პირველი "მშრალი" მატჩი ჩაიწერა აქტივში. 21 აგვისტოს გიორგი "სან მამესზე" ბილბაოს ატლეტიკის წინააღმდეგ ითამაშებს. დავიდ დე ხეა ქართველზე 10 წლით უფროსია, ის 2011 წელს მადრიდის ატლეტიკოდან გადავიდა მანჩესტერ იუნაიტედში, სადაც უკვე მე-12 სეზონია, რაც თამაშობს.
გიორგი მამარდაშვილს ვალენსიას მაისურით 22 მატჩიდან 10-ში გოლი არ გაუშვია, აქედან 9 ლა ლიგაზე მოდის, 1 კოპა დელ რეიზე.
კომენტარები