- ჩემპიონთა ლიგაზე საკვალიფიკაციო პლეი ოფის ეტაპი დაიწყო
- დავით ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა
16 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფის პირველი სამი მატჩი გაიმართა. დანიის ჩემპიონმა კოპენჰაგენმა ტრაბზონსპორს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ამ დუელში ყველაფერი ტრაბზონში საპასუხო მატჩში გადაწყდება. კოპენჰაგენის შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა დავით ხოჭოლავამ. არადა, დანიის ჩემპიონატის ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და მისი თამაში საეჭვო იყო.
დანიელები ვიკტორ კლაესონისა და ლუკას ლერაგერის გოლებით იგებდნენ, თუმცა 79-ე წუთზე ერთი გოლი გაუშვეს - ანასტასიოს ბაკასეტასმა შორი მანძილიდან დაარტყა, ხოჭოლავას დარტყმულის დაბლოკვა სურდა, თუმცა მუხლით რიკოშეტმა მეკარე რაიანი დააბნია - 2:1.

დაძაბული ორთაბრძოლა გაიმართა "აიბროქსზე", სადაც 4 გოლი გავიდა, რეინჯერსი და პსვ დაზავდნენ - 2:2. საპასუხო მატჩის წინ ნიდერლანდური კლუბი ფავორიტია. ნორვეგიაში ბუდო/გლიმტმა მინიმალური სხვაობით დაამარცხა დინამო ზაგრები 1:0.
17 აგვისტოს კიდევ სამი წყვილი ჩაერთვება პლეი ოფში - ლუკა გუგეშაშვილის ყარაბაღი პლზენს მასპინძლობს, დინამო კიევი - ბენფიკას. დაბოლოს, ჰაიფას მაკაბი ირაკლი აზაროვის ცრვენა ზვეზდას დაუპირისპირდება. აზაროვს ამ ეტაპზე თამაშის უფლება არ აქვს.
კოპენჰაგენი 2:1 ტრაბზონსპორი
გოლები: 1:0 კლაესონი (9), 2:0 ლერაგერი (48), 2:1 ბაკასეტასი (79)
ბუდო/გლიმტი 1:0 დინამო ზაგრები
გოლი: 1:0 პელეგრინო (37)
რეინჯერსი 2:2 პსვ ეინდჰოვენი
გოლები: 0:1 სანგარე (37), 1:1 ჩოლაკი (40), 2:1 ლოურენსი (70), 2:2 ობისპო (78)
კომენტარები