Thumbnail
  • კრიშტიანო რონალდომ ინგლისური მედია მკაცრად გააკრიტიკა
  • პორტუგალიელმა კომენტარები გამოაქვეყნა და მერე წაშალა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

კრიშტიანო რონალდომ ინსტაგრამზე ინგლისურ მედიასაშუალებებს შეუტია.

აი, რა დაწერა მანჩესტერ იუნაიტედის 37 წლის სუპერვარსკვლავმა: “შეუძლებელია, რომ ერთი დღე ისე გავიდეს, ჩემზე არ დაწერონ. სხვანაირად პრესა ფულს ვერ იშოვის. მათ იციან, რომ ადამიანების ყურადღების მიქცევა მხოლოდ ტყუილებით შეუძლიათ. კარგი, ასე გააგრძელეთ და შესაძლოა, ოდესმე ერთი სწორი ინფორმაცია მაინც გქონდეთ.”

კრიშტიანო აგრძელებს: “ყველაფერი შენახული მაქვს და ბოლო თვეებში ჩემს შესახებ გავრცელებული 100 ცნობიდან მხოლოდ 5 იყო მართალი. რამდენიმე კვირაში ერთ-ერთ ინტერვიუში ვისაუბრებ სიმართლეზე.”

საინტერესოა, რომ კრიშტიანომ ეს ტექსტი არა პოსტად, არამედ თავისი ფანების ერთ-ერთ გვერდზე, კომენტარის სახით გამოაქვეყნა და მოგვიანებით წაშალა.

მანამდე, ინგლისური მედია იტყობინებოდა, რომ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი უკვე მზადაა, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი გუნდიდან გაუშვას. Sky-ს ინფორმაციით, კრიშტიანოთი მადრიდის ატლეტიკო და ლონდონის ჩელსი არიან დაინტერესებულები, სხვა მედიები კი წერენ, რომ რონალდოს მხოლოდ ორი ვარიანტიღა დარჩა: ლისაბონის სპორტინგი და დორტმუნდის ბორუსია…

კომენტარები

ბოლო ამბები