Thumbnail
  • ჩენსტოხოვის რაკუვი კონფერენსლიგის პლეი ოფში პრაღის სლავიას ეთამაშება
  • პოლონური გუნდის თავკაცი პრესკონფერენციაზე ვაკოსთან ერთად წარსდგა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ვაკო გვილიას გუნდი ჩენსტოხოვის რაკუვი კონფერენსლიგის პლეი ოფში პრაღის სლავიას დაუპირისპირდება. პირველ შეხვედრას პოლონური გუნდი 18 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე გამართავს, საპასუხო მატჩი კი 25 აგვისტოს ჩატარდება.

ჩეხებთან თამაშის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე რაკუვის მთავარი მწვრთნელი მარეკ პაპშუნი საქართველოს ნაკრების 28 წლის ნახევარმცველთან ერთად წარსდგა. პოლონელმა სპეციალისტმა მეტოქის სიძლიერეს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ბარიერის დაძლევა მისი კლუბისთვის დიდი მიღწევა იქნება.

რაკუვის თავკაცს პრესკონფერენციაზე ვაკოც ახლდა

"დაპირისპირება ავტორიტეტულ მეტოქესთან მოგვიწევს, მაგრამ ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს. ფავორიტები არ ვართ, მაგრამ ამ და საპასუხო მატჩში ვიბრძოლებთ, რათა ჯგუფურ ეტაპზე მოხვდეთ. ეს დიდი წარმატება იქნება ჩვენი კლუბისა და ქალაქისთვის. ჩვენი მიზანიც ეს არის", - აღნიშნა პაპშუნმა.

მომავალ დაპირისპირებაზე ვაკო გვილიამაც ილაპარაკა:

"წინ ძალიან მნშვნელოვანი თამაშია. აუცილებლად მაქსიმუმს გავიღებთ, რათა ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდეთ. ეს ერთმნიშვნელოვნად ისტორიული შეხვედრაა კლუბისა და მთლიანად ჩენსტოხოვისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა წინსვლა გავაგრძელოთ". 

ვაკო კონფერენსლიგის ჯგუფში მოსახვედრად იბრძვის

ვაკო გვილია რაკუვის ღირსებას მეორე სეზონია იცავს, პოლონეთში კი 2019 წლიდან გამოდის. გასულ სეზონში ქართველი ფეხბურთელი ჩენსტოხოვის კლუბთან ერთად პოლონეთის ვიცე-ჩემპიონი გახდა და პოლონეთის თასი და სუპერთასი მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები