Thumbnail

სლოვენიის ნაკრებისა და NBA-ს დალას მავერიკსის სუპერვარსკლავი ლუკა დონჩიჩი აცხადებს, რომ ევრობასკეტ 2017-ზე ტრიუმფის შემდეგ ევროპის ჩემპიონატს ისევ მისი ნაკრები მოიგებს. 

ლუკა დონჩიჩი

"რა ზეწოლაზეა საუბარი - ჩვენ გერმანიაში ევრობასკეტის ოქროს მოსაგებად მივდივართ. ყველა ტურნირზე, სადაც გამოვალთ, მთავარი მიზანი გამარჯვება იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ. 2017-ში სერიოზულად არავინ გვიყურებდა, ახლა სულ სხვა სიტუაციაა, ყველა განსაკუთრებულად თამაშობს ჩვენს წინააღმდეგ. 
ნაკრებში ბრწყინვალე სიტუაციაა, განცალკევებით არავინაა. ამიტომაც არის, რომ ყოველ ჩვენგანს მოუხარია ნაკრებში. ის, რაც სტამბოლში მოხდა უნიკალურია და ჩვენ მას ვერასდროს დავივიწყებთ. 

გორან დრაგიჩი ჩვენი კაპიტანია, სწორედ მან გვილიდერა 2017-ში, თუმცა 12-ვე მოთამაშე მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ჩემს ფორმას, ჯერ სათანადოდ მზად არ ვარ, თუმცა ევროპის ჩემპიონატისთვის საუკეთესო ფორმაში ვიქნები. 

შეგახსენებთ, რომ წლევანდელ ევრობასკეტს საქართველო, გერმანია, იტალია და ჩეხეთი მასპინძლობს. ევროპის ჩემპიონატი 5-წლიანი პაუზის მერე პირველად იმართება. 2017-ში სლოვენიის ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოიგო ტურნირი, გუნდს საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი იგორ კოკოშკოვი წვრთნიდა. 

ევრობასკეტ 2022-ის ფავორიტებად სლოვენია, საფრანგეთი, საბერძნეთი, სერბეთი, ლიეტუვა, ესპანეთი, თურქეთი და იტალია მიიჩნევიან. eurohoops.net-ის ბოლო რეიტინგით საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სიძლიერით მე-14 ქვეყანაა. 

კომენტარები

ბოლო ამბები