Thumbnail
  • რატი ანდრონიკაშვილმა კრეიტონის ხელმძღვანელობა უკვე გააფრთხილა
  • 21 წლის მცველი პროფესიულ კარიერაზე გადაერთვება

NCAA-ს კლუბ კრეიტონ ბლუჯეიზის ოფიციალური საიტი იუწყება, რომ რატი ანდრონიკაშვილმა ხელმძღვანელობას აუწყა, რომ საუნივერსიტეტო პროგრამას ასრულებს და საკალათბურთო კარიერას ევროპაში პროფესიულ დონეზე გააგრძელებს. ანდრონიკაშვილმა ტრავმის გამო, მხოლოდ ერთი სეზონი ითამაშა კრეიტონის რიგებში, 33 თამაშში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 1.8 ქულას აკეთებდა.

"ჩვენ ვაფასებთ რატის წვლილს გუნდში და მას საუკეთესოს ვუსურვებთ ევროპულ კარიერაში", განაცხადა კრეიტონის თავკაცმა კრეიგ მაგდერმოტმა. გასულ სეზონში კრეიტონმა კოლეჯთა ლიგაში 23 მატჩი მოიგო და 12 წააგო, გუნდმა NCAA-ს ჩემპიონშიპის მეორე რაუნდში გააღწია. ახალი სეზონის წინ რატის გუნდი რეიტინგით ერთ-ერთი საუკეთესო იყო - ფავორიტებს შორის მე-7. 

სად გააგრძელებს კარიერას 21 წლის ანდრონიკაშვილი ჯერჯერობით უცნობია. რატის კრეიტონის გარდა ბერძნულ იონიკოსსა და რუსთავში უთამაშია. 

კომენტარები

ბოლო ამბები