Thumbnail

კაზაკური სამოსი და 'Червона калина' - უსიკის შოუ ჯოშუასთან ბრძოლის წინ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 20 აგვისტოს ოლეკსანდრ უსიკი და ენტონი ჯოშუა მატჩ-რევანშს გამართავენ
  • უკრაინელი მოკრივე პრესკონფერენციაზე ნაციონალური ტანისამოსით წარსდგა
  • 'მზერით ბრძოლის' შემდეგ უსიკმა ომის ჰიტად ქცეული სიმღერა შეასრულა

უკრაინელი პროფესიონალი მოკრივე ოლეკსანდრ უსიკი, ენტონი ჯოშუასთან მატჩ-რევანშის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ნაციონალურ კოსტიუმში გამოწყობილი წარსდგა, მისი დასრულების შემდეგ კი რუსეთთან ომის პერიოდში ჰიტად ქცეული სიმღერა "Ой у лузі червона калина" შეასრულა. 

კაზაკურ ტანსაცმელში გამწყობილმა უსიკმა ხალხური სიმღერიდან მონაკვეთი "მზერით ბრძოლის" შემდეგ, ჟურნალისტებისთვის, დარბაზში მყოფი მაყურებლებისა და ოფიციალური პირებისთვის მოულოდნელად შეასრულა, რის შემდეგაც შეკრული მუშტი აღმართა. 

სუპერმძიმე წონაში WBA-ს, IBF-ისა და WBO-ს ჩემპიონის ოლეკსანდრ უსიკისა (19-0) და ენტონი ჯოშუას (26-2) დაპირისპირება 20 აგვისტოს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაიმართება. პირველ შეხვედრაში, რომელიც შარშან სექტემბერში, ლონდონში ჩატარდა, უკრაინელმა ბრიტანელი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ამჯერად მატჩ-რევანშის გამარჯვებული ტაისონ ფიურის ვაკანტურ საჩემპიონო ქამარს დაეუფლება. 

კომენტარები

ბოლო ამბები