Thumbnail
  • 26 წლის შემტევი ბელგიური ლიოვენიდან ბერძნულ პანეტოლიკოსში გადავიდა
  • საქართველოს ნაკრების შემტევმა ახალ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს ნაკრების შემტევი ლევან შენგელია კარიერას საბრძნეთში გააგრძელებს. 26 წლის ფეხბურთელი, რომელიც ბოლოს ბელგიურ ლიოვენში გამოდიოდა, პანეტოლიკოსის ღირსებას დაიცავს.

ქალაქ აგრინიონის კლუბმა ტრანსფერის შესახებ ოფიციალურ საიტზე განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, საბერძნეთში ჩასვლის წინა დღეს შენგელიამ ლიოვენთან კონტრაქტი გაწყვიტა, პანეტოლიკოსთან კი ხელშეკრულება ორი წლით გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ პანეტოლიკოსში შენგელიას მიწვევას შარშან ზაფხულშიც განიხილავდნენ, თუმცა მაშინ ტრანსფერი არ შედგა და საბოლოოდ ლევანი ბელგიაში გადაბარგდა.

გასულ სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა ლიოვენის მაისურით Jupiler Pro League-ში 22 მატჩში ითამაშა, გაიტანა 3 გოლი და მიითვალა 2 საგოლე პასი. დინამო თბილისის ყოფილ შემტევს ბელგიაში ტუბიცეშიც უთამაშია, ასევე - თურქულ კონიასპორსა და სამხრეთკორეულ ტეჯონში. 

ლევან შენგელიას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 10 მატჩი აქვს ჩატარებული, რომლებშიც 3 საგოლე პასით გამოირჩა.

ლევანს ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა

რაც შეეხება შენგელიას ახალ გუნდს, ქალაქ აგრინიონის კლუბი 1926 წელსაა დაარსებული, თუმცა თავისი ისტორიის განმავლობაში მეტწილად საბერნეთის რანგით მეორე დივიზიონში ასპარეზობდა. გასულ სეზონში პანეტოლიკოსმა სუპერლიგა მე-11 ადგილზე დაასრულა, ახალ, 2022/23 წლების სეზონს კი 20 აგვისტოს, პაოკ-თან გასვლითი მატჩით დაიწყებს.

კომენტარები

ბოლო ამბები