- ჩემპიონთა ლიგაზე საკვალიფიკაციო პლეი ოფის პირველი მატჩები გაიმართა
- გამარჯვება და რიკოშეტი - ხოჭოლავას კოპენჰაგენს ლიგამდე ერთი ნაბიჯი რჩება
- მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია
ჩემპიონთა ლიგაზე საკვალიფიკაციო პლეი ოფის კიდევ სამი დუელი გაიმართა. ლუკა გუგეშაშვილის ყარაბაღი პლზენს მასპინძლობდა. აზერბაიჯანულ კლუბში ქართველი მეკარე სათადარიგო იყო. ყარაბაღის უპირატესობა გოლებში არ ასახულა, რადგან ჩეხური გუნდის მეკარემ 8 "სეივი" მიითვალა - 0:0. ამ დაპირისპირებაში ყველაფერი საპასუხო მატჩში გადაწყდება.
ჰაიფას მაკაბისა და ცრვენა ზვეზდას შეხვედრაში, ირაკლი აზაროვის გუნდი 2:1-ს იგებდა, თუმცა საბოლოოდ დამარცხდა - 2:3. ქართველ მცველს საკვალიფიკაციო ეტაპებზე თამაშის უფლება არ აქვს, რადგან დინამო ბათუმის რიგებში ითამაშა. ისრაელური კლუბის რიგებში თავი გამოიჩინეს ჰაიტელმა ფრანცდი პიერომ (დუბლი) და სურინამელმა ტჯარონ ჩერიმ.
დინამო კიევმა პოლონეთის ქალაქ ლოძში უმასპინძლა ბენფიკას და 0:2 დამარცხდა. პორტუგალიელებმა ჟილბერტოსა და რამოსის გოლებით იმარჯვეს და ახლა ჯგუფურ ეტაპზე გასვლის აშკარა ფავორიტები არიან.
დინამო კიევი 0:2 ბენფიკა
გოლები: 0:1 ჟილბერტო (9), 0:2 გონსალო რამოსი (37)
მაკაბი 3:2 ცრვენა ზვეზდა
გოლები: 1:0 პიერო (18), 1:1 პეშიჩი (27), 1:2 კანგა (40), 2:2 პიერო (51), 3:2 ჩერი (61)
კომენტარები