Thumbnail

‘ეს არის სიმართლე’ - ნადალმა ჩორიჩთან მარცხის შემდეგ გულახდილად ისაუბრა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბორნა ჩორიჩი 7:6 (11:9), 4:6, 6:3 რაფაელ ნადალი
  • ესპანელი საუკეთესო ფორმისგან ჯერ ძალიან შორსაა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

დიდი სლემის ტურნირების რეკორდსმენი ჩემპიონი რაფაელ ნადალი თვენახევრიანი იძულებითი პაუზის შემდეგ კორტზე წარუმატებლად დაბრუნდა. 36 წლის ესპანელი ცინცინატის მასტერსის მეორე წრეში ხორვატ ბორნა ჩორიჩთან 6:7 (9:11), 6:4, 3:6 დამარცხდა.

“როდესაც ტრავმის შემდეგ დაბრუნდები და პირველ თამაშს მოიგებ, ესე იგი, ყველაფერი კარგად მიდის. დღეს ასე არ მოხდა,” - განაცხადა დიდი სლემის ტურნირების 22-გზის გამარჯვებულმა მატჩის შემდეგ. მისი მიზანი ახლა აშშ-ის ღია პირველობაზე (29 აგვისტოს იწყება) წარმატებული გამოსვლაა.  

“US Open-ზე კარიერის დაუვიწყარი მომენტები მქონდა და ყოველდღიურ რეჟიმში ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ წლის ბოლო დიდ სლემს მზად შევხვდე. ნიუ იორკის პუბლიკა ყოველთვის უდიდეს ენერგიას მაძლევს. ამერიკის ღია პირველობა ჩემთვის განსაკუთრებული ტურნირი, ნიუ იორკი კი განსაკუთრებული ადგილია.” - აღნიშნა რაფამ.

მსოფლიოს 152-ე ჩოგან ჩორიჩთან მატჩის დროს გამოჩნდა, რომ ნადალი საუკეთესო ფორმისგან ჯერ ძალიან შორსაა. “ამ მატჩიდან ბევრი პოზიტიური რამის წაღება ძნელია. უნდა ვივარჯიშო და უკეთესად უნდა ვითამაშო - ეს არის სიმართლე.” - დასძინა ნადალმა.

როგორც იცით, მან ცოტა ხნის წინ მოიშუშა მუცლის კუნთის ტრავმა, რომლის გამოც უიმბლდონის ღია პირველობის ნახევარფინალში ავსტრალიელ ნიკ კირიოსთან თამაშზე უარი თქვა.

კომენტარები

ბოლო ამბები