Thumbnail
  • ლუკა პარკაძე კარიერას მიუნხენის ბაიერნში გააგრძელებს
  • 17 წლის ნახევარმცველი დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ლუკა პარკაძე მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელი გახდა - ინფორმაცია თბილისის დინამომ ოფიციალურად დაადასტურა.

დინამოს აკადემიის აღზრდილმა ნახევარმცველმა გერმანულ გრანდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 17 წლის პარკაძე ბაიერნს 2023 წლის ზაფხულიდან შეუერთდება, მანამდე კი თბილისურ კლუბში ითამაშებს.

პარკაძემ ბაიერნთან ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმა

ლუკა პარკაძე ცენტრალური შემტევი ნახევარმცველია, დინამოს აკადემიაში 2017 წლიდან ირიცხება და ყველა ასაკობრივ გუნდში იასპარეზა. მთავარ გუნდში მისი დებიუტი მიმდინარე წლის 27 ივლისს, აზერბაიჯანული თურანის წინააღმდეგ ტესტ-მატჩში შედგა, რომელშიც პირველი ტაიმი ითამაშა და თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ახალგაზრდა ნახევარმცველი საქართველოს 17-წლამდე ნაკრების წევრია. ამ გუნდის შემადგენლობაში მის ანგარიშზე 19 მატჩი და 3 გოლია.

კომენტარები

ბოლო ამბები