- ილიას ზუროსის კომენტარი მატჩის შემდეგ
- შენგელიას 27 ქულა - ზედიზედ მე-7 მარცხი და ბოლო ადგილი აკროპოლისის თასზე
საქართველოს ნაკრებმა აკროპოლისის თასზე ასპარეზობა პოლონეთთან 11-ქულიანი მარცხით დაასრულა და ოთხთა ტურნირზე ბოლო ადგილი დაიკავა. მატჩი და ტურნირი მოკლედ შეაფასა ნაკრების ბერძენმა თავკაცმა ილიას ზუროსმა.
ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): "აკროპოლისის თასი ახლახან დავასრულეთ. ჩვენთვის ეს იყო სავარჯიშო თამაშები, გუნდისთვის მთავარი ოფიციალური ტურნირებია. პირველ რიგში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი და შემდეგ ევრობასკეტი. ჩემი კალათბურთელების ბოლომდე მჯერა. მჯერა, რომ ერთად დიდ საქმეებს გავაკეთებთ. უბრალოდ უნდა დავრჩეთ პოზიტიურ განწყობაზე. შესაძლოა, ცოტა მეტი უნდა ვიმუშაოთ მცირე დეტალებზე. მჯერა, რომ ტაქტიკურად ყოველდღიურად უკეთ გამოვიყურებით. ყველაფერი რთულად იყო, რადგან ამ პერიოდში ძალიან ბევრ ექსპერიმენტს მივმართეთ, ვცვალეთ ხუთეულები, ვითამაშეთ "მაღლებით", "დაბლებით", სხვადასხვა სახის დაცვით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე მჯერა ჩვენი ნაკრების.
ახლა საქართველოში მივდივართ და 24-ში სავსე ტრიბუნებს ველით. წინასწარ მადლობა მხარდაჭერისთვის".
24 აგვისტოს საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ნიდერლანდების ნაკრებს მასპინძლობს.
კომენტარები