ჯერ მხოლოდ ერთი კვირა გავიდა, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის სერია A-ში თამაში დაიწყო და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნეაპოლში უკვე "კვარამანიაა" (საქართველოში მანამდეც იყო). სულ რაღაც ორ თამაშში საქართველოს ნაკრების ლიდერმა ნაპოლის ფორმით უკვე 3 გოლი გაიტანა (თანაც, ერთმანეთზე უკეთესები) და საგოლე პასიც აქვს (ისეთი, ტურის საუკეთესოდ რომ დაასახელეს). დღეს, ცნობილი იტალიური სპორტული გამოცემის, "კორიერე დელო სპორტის" პირველ გვერდზე მთავარი თემა კვარა იყო (სხვა გამოცემების პირველ გვერდებზეც მისი ფოტოებია). ვინ რა თქვა ხვიჩაზე ამჯერად და კიდევ რა მოხდა გასულ უიკენდზე მნიშვნელოვანი - ეს ყველაფერი 'ევროპოპის' ორშაბათის საკითხავში.
ნაპოლი | ვინ რა დაწერა და თქვა კვარაზე
კვარაცხელიას გოლები აუცილებლად ნანახი გექნებათ, მაგრამ მისი თამაშის გამოხმაურებებიდან დიდი შანსია, ბევრი რამ გამოგრჩეთ, რადგან იტალიაში მართლა ყველა კვარაცხელიაზე ლაპარაკობს. რა მოლოდინი აქვს ნაპოლის მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის, რას წერს ნეაპოლური კლუბის ვებგვერდი, რას წერენ ჩვენი იტალიელი კოლეგები და რას ამბობენ ხვიჩას თანაგუნდელები და ექსპერტები - ამ ლინკზე ყველაფერია კვარას შესახებ.
📋 | რას ამბობენ და რას წერენ კვარაცხელიაზე იტალიაში - ყველა სიახლე ნახეთ აქ.

ვალენსია | მამარდაშვილი კანისარესზე წინ
გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიას ძირითად შემადგენლობაში ადგილი ჯერ კიდევ გასული სეზონის მეორე ნახევარში მოიპოვა, როცა გუნდს ხოსე ბორდალასი წვრთნიდა. სიტუაცია არც მიმდინარე სეზონის სტარტზე შეცვლილა და ქართველი ახალი მთავარი მწვრთნელის, ჯენარო გატუზოსთვისაც პირველი არჩევანია. გიორგიმ ლა ლიგის ახალი სეზონი კარგად დაიწყო. ამხანაგურ მატჩებს თუ არ მივიღებთ მხედველობაში და მხოლოდ ოფიციალურ თამაშებს გავითვალისწინებთ, მამარდაშვილს ვალენსიას ისტორიაში საუკეთესო შედეგი აქვს.
📋 | ვრცლად გიორგი მამარდაშვილის შედეგზე წაიკითხეთ აქ.
კალათბურთი | ბითაძე ნაკრებს შეუერთდა
ინდიანა პეისერსის ცენტრი გოგა ბითაძე საქართველოს ეროვნულ გუნდს თბილისში შეუერთდა და ვარჯიშიც დაიწყო, თუმცა ზუსტად ჯერ კიდევ არ იცის, დაეხმარება თუ არა გუნდს უახლოეს მატჩში. ევრობასკეტამდე, ილიას ზუროსის გუნდი მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრაში ნიდერლანდებს 24 აგვისტოს, "თბილისი არენაზე" (უნივერსიტეტის ქუჩა N15ა) უმასპინძლებს, სამი დღის შემდეგ კი სტუმრად იტალიას დაუპირისპირდება. აშშ-იდან თბილისში დაბრუნებულმა 23 წლის კალათბურთელმა თავის მდგომარეობაზე ისაუბრა.
📋 | გოგა ბითაძის კომენტარი წაიკითხეთ აქ.
MMA | მერაბ დვალიშვილის ტრიუმფის გამოხმაურება
მერაბ დვალიშვილმა კვირას ქართული MMA-ის ისტორიაში ალბათ ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა. 31 წლის ქართველმა UFC-ის ბრაზილიელი ლეგენდა ჟოზე ალდო 3-რაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა. რა თქვა მერაბმა ისტორიული გამარჯვების შემდეგ, როგორ გამოეხმაურა მის გამარჯვებას კონორ მაკგრეგორი და რატომ გააკრიტიკა UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა...
📋 | ყველა სიახლე მერაბზე ნახეთ აქ.
კრივი | უსიკმა ჯოშუა მეორედაც დაამარცხა
ოლეკსანდრ უსიკმა, საუდის არაბეთის დედაქალაში, ჯედაში ენტონი ჯოშუა მეორედ დაამარცხა და ბრიტანელს ქამრების დაბრუნების საშუალება არ მისცა. უსიკმა ბრძოლა სუფთად მოიგო, თუმცა ერთ-ერთი მსაჯის საკმაოდ სუბიექტური გადაწყვეტილებით, მაინც გაყოფილი გადაწყვეტილება დაუფიქსირდა.
📋 | ნახეთ, როგორ გაიმარჯვა უკრაინელმა.
კომენტარები