Thumbnail

ტაისონ ფიური: უკრაინელ მაწანწალას ყველა ქამარს ჩამოვართმევ

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • 'ბოშათა მეფე' დიდი ფულის სანაცვლოდ ოლეკსანდრ უსიკთან ჩხუბისთვის მზადაა
  • მსოფლიოს მანჩესტერელი ჩემპიონის აზრით, ჯოშუა უკრაინელის დონეზე არაა

WBC ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა კრივის მძიმე წონაში ტაისონ ფიურიმ (32-0-1) ოლეკსანდრ უსიკთან (20-0) ჩხუბზე კომენტარი თავის სტილში გააკეთა და არც ვლადიმირ კლიჩკო დავიწყებია. 

უსიკმა გუშინ, 21 აგვისტოს, ენტონი ჯოშუა რემატჩშიც დაამარცხა, შესაბამისად WBA, IBF, WBO და IBO-ს ქამრები შეინარჩუნა. უკრაინელმა რინგზევე განაცხადა, რომ ტაისონ ფიურისთან ჩხუბი სურს და ამისთვის მზად არის. 

"ვუყურებდი, როგორ წააგო ჯოშუამ უსიკთან მეორედ, ცხადია, ენტონი ოლეკსანდრის დონის მოკრივე არაა. ინგლისმა საკუთარი ტიტულები დაკარგა, თუმცა არსებობს წამლები და გადაწყვეტილება, რომელიც მე შემიძლია შემოგთავაზოთ. თუ ამ ქამრების დაბრუნება გინდათ, გაგზავნეთ ბოშა ბარბაროსი და იმ მაწანწალას ყველა ტიტულს წავართმევ, ისე, როგორც წინა უკრაინელ მაწანწალას (ვლადიმირ კლიჩკოს) მოვექეცი. მაგრამ ეს იაფად არ გამოვა, თუ ამის ნახვა გინდათ, დიდი ფულის გადახდა მოგიწევთ. გამომიგზავნეთ წყეული ჩეკები და ის უკრაინელი მაწანწალა ქამრების გარეშე დარჩება," - თქვა ფიურიმ ინსტაგრამ სთორიში. 

34 წლის ტაისონ ფიურიმ 23 აპრილს დილიან უაითი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი დაიცვა. მართალია, ‘ბოშათა მეფემ’ წასვლა დააანონსა, თუმცა ფიური პენსიაზე გასვლას ჯერ არ აპირებს და მძიმე წონაში ქამრების გაერთიანება სურს. 

კომენტარები

ბოლო ამბები