- უსაინ ბოლტი საკუთარ ლოგოს არეგისტრირებს
- უსაინ ბოლტი: 9.80 წამი რა არის? ოლიმპიური ჩემპიონი გავხდებოდი
მძლეოსნობის ისტორიაში ყველაზე სწრაფმა ადამიანმა უსაინ ბოლტმა ცნობილი "გამარჯვებულის პოზის" სასაქონლო ნიშნის ლოგოდ დარეგისტრირება გადაწყვიტა. იამაიკელი სპრინტერის განაცხადში ლოგო ასეა აღწერილი: "მამაკაცის სილუეტი დამახასიათებელი პოზით - ერთი ხელი მოხრილია და მიმართულია თავისკენ, მეორე გაშლილი, თითი ზემოთ მიუთითებს". დოკუმენტის თანახმად, ამ ლოგოტიპს სხვადასხვა საგნებზე გამოიყენებენ - ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე, სამკაულებზე, ასევე რესტორნებსა და სპორტულ ბარებში.

ზუსტად ამ პოზაში აღნიშნავდა ლეგენდარული მძლეოსანი ყველა გამარჯვებას. ის 8-ჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და 11-ჯერ მსოფლიოს ჩემპიონი. ბოლტი 12 წლის წინათაც ცდილობდა ანალოგიური ლოგოტიპის დარეგისტრირებას. შეგახსენებთ, რომ 100 და 200 მეტრზე რბენაში ბოლტის რეკორდები ახლაც ხელუხლებელია.
კომენტარები