Thumbnail

ამირან გოგოლაძემ Dana White's Contender Series-ზე ტრავმა მიიღო და დამარცხდა

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • ქართველ მებრძოლს მეტოქის გდების შემდეგ ხელი ამოუვარდა
  • 'სნაიპერს' UFC-ის კონტრაქტის მისაღებად 2-3 ბრძოლის მოგება დასჭირდება

24 წლის ქართველი მებრძოლი ამირან გოგოლაძე (12-3) Dana White's Contender Series-ის ფარგლებში გამართული ჩხუბის პირველ რაუნდში ამერიკელ დარიუს ფლაუერზთან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. 

სამწუხაროდ, ახალგაზრდა 'სნაიპერს' ხელი ამოუვარდა და ბრძოლის გაგრძელება ამიტომ ვერ შეძლო. არა და ამირანს UFC-სთან ერთი ნაბიჯი აშორებდა, მოგეხსენებათ, Dana White's Contender Series-ზე გამარჯვებულების დიდი ნაწილს ორგანიზაცია კონტრაქტს უფორმებს…

24 წლის ასაკში ჩატარებული 15 ბრძოლა ცოტა სულაც არ არის და ამირანს UFC-ში მოსახვედრად შანსები კიდევ ექნება. ამ მიზნის მისაღწევად კი, საშუალო დონის MMA ორგანიზაციის ფარგლებში, დაახლოებით, 2-3 ბრძოლის მოგება დასჭირდება და მისთვის Ultimate Fighting Championship-ის კარი აუცილებლად გაიღება.

კომენტარები

ბოლო ამბები