Thumbnail

2022/23 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ორი ქართველი ლეგიონერი ითამაშებს - ნაპოლის ახალი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია და დანიის ჩემპიონი კოპენჰაგენის ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა. 24 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი საბოლოოდ დაკომპლექტდა. ბოლო სამი საგზურის ბედი ზაგრებში, ეინდჰოვენსა და ტრაპიზონში წყდებოდა, სადაც დავით ხოჭოლავას კოპენჰაგენი სტუმრობდა.

ხოჭოლავამ 90 წუთი ითამაშა

დანიის ჩემპიონს შინ მოპოვებული მცირე უპირატესობა უნდა შეენარჩუნებინა (2:1). ქართველი მცველი კვლავ სასტარტო შემადგენლობაში იყო. დანიურმა კლუბმა შეძლო თურქების ზეწოლის გაძლება და გოლი არ გაუშვა (0:0). კოპენჰაგენი 2016/17 წლების სეზონის შემდეგ პირველად ითამაშებს ჯგუფურ ეტაპზე. ხოჭოლავამ დამაჯერებლად ითამაშა 90 წუთის განმავლობაში. 

რეინჯერსი ჯგუფურ ეტაპზე ჩოლაკმა გაიყვანა

ნიდერლანდებში ანტონიო ჩოლაკმა რეინჯერსი ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა, შოტლანდიელებმა მისი გოლით სტუმრად 1:0 მოიგეს, ორი მატჩის ჯამში კი - 3:2. 

ზაგრებში დინამომ ბუდო/გლიმტს 2:1 მოუგო, რითაც ორი მატჩის ჯამში ანგარიში გადაწყდა - დაინიშნა დამატებითი ტაიმები, რომლის მიწურულსაც ხორვატიის ჩემპიონმა ნორვეგიისას ზედიზედ ორი გოლი გაუტანა და საქმე პენალტების სერიამდე არ მივიდა. ამგვარად, გაირკვა ლიგის ჯგუფური ეტაპის 32-ვე მონაწილე. 25 აგვისტოს ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება. 

ტრაბზონსპორი 0:0 (1:2) კოპენჰაგენი

დავით ხოჭოლავამ 90 წუთი ითამაშა

დინამო ზაგრები 4:1 დ.დ. (0:1) ბუდო/გლიმტი  

გოლები: 1:0 ორშიჩი (4), 2:0 პეტკოვიჩი (35), 2:1 გრონბაეკი (70), 3:1 დრმიჩი (117), 4:1 ბოჩკაი (120)

პსვ 0:1 (2:2) რეინჯერსი 

გოლი: 0:1 ჩოლაკი (60)

კომენტარები

ბოლო ამბები