Thumbnail
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი US Open-ზე, დიდი ალბათობით, ვერ იასპარეზებს
  • ჯონ მაკინროიმ სერბი დაიცვა და ნადალზეც ისაუბრა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ნოვაკ ჯოკოვიჩის ასპარეზობა აშშ-ის ღია პირველობაზე ისევ უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშაა. მეტიც: აშშ-ის საზღვრის გადაკვეთის წესების გამო, სერბის თამაში წლის ბოლო დიდ სლემზე ფაქტობრივად გამორიცხულია. მიზეზი ისევ და ისევ ნოლეს აუცრელობაა - აშშ-ში მხოლოდ იმ ადამიანებს აქვთ შესვლის უფლება, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილები არიან.

ჯოკოვიჩის საკითხს ახლა ჩოგბურთის ამერიკელი ლეგენდა ჯონ მაკინროი გამოეხმაურა. “არა მგონია, რომ ეს სამართლიანი ამბავი იყოს. მე ვფიქრობ, რომ ეს სასაცილოა,” - უთხრა მან ამერიკელ ჟურნალისტებს.

მაკინროიმ აცრისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანებისთვის მეტი პატივისცემა მოითხოვა: “პირადად მე, რა თქმა უნდა, ავიცრებოდი იმისათვის, რომ აქ მეთამაშა, მაგრამ ჯოკოვიჩი ძალიან პრინციპულია, ძლიერი პრინციპები აქვს და მის პრინციპებს შეძლებისდაგვარად პატივი უნდა ვცეთ.” - განმარტა Us Open-ის 4-გზის გამარჯვებულმა.

'პირადად მე, რა თქმა უნდა, ავიცრებოდი იმისათვის, რომ აქ მეთამაშა'

ნოლეს ახლა მხოლოდ ძალიან მცირე იმედი აქვს, რადგან ამერიკელებმა წესების გადახედვა დააანონსეს, თუმცა ამ დრომდე სიახლე არ არის. 

მაკინროის აზრით, არსებული სიტუაციის გამარჯვებული რაფაელ ნადალია: “ცხადია, ნადალმა ამ ყველაფრით ძალიან კარგად ისარგებლა. როცა ტიპს ავსტრალიის ღია პირველობა 9-ჯერ აქვს მოგებული, ცხადია, რომ შანსი გაუშვა ხელიდან.” - როგორც იცით, ჯოკოვიჩი წლის დასაწყისში ავსტრალიის ღია პირველობაზე არ ათამაშეს, ნადალმა მოიგო და დიდი სლემის ტურნირების ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები