Thumbnail
  • ჯორჯიანსი 4:2 შტუტგარტი
  • ავთანდილ ასათიანის გუნდმა F ჯგუფში პირველი მოგება იზეიმა 

ფუტსალში საქართველოს ჩემპიონმა ჯორჯიანსმა, რომელიც 2021/22 წლების სეზონში თელასი ჯორჯიანსის სახელით გამოდიოდა, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპზე მეორე მატჩი ჩაატარა. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი თურქეთის ქალაქ ქოჯაელში გერმანულ შტუტგარტ 2020-ს დაუპირისპირდა და ანგარიშით 4:2 გაიმარჯვა.

საქართველოს ჩემპიონმა ანგარიში მე-12 წუთზე გახსნა. საჯარიმო დარტყმა უნაკლოდ ნიკოლოზ გაბრიჩიძემ შეასრულა. შესვენებამდე გოლი არ გასულა, მეორე ტაიმში კი გერმანელების ორ გოლს კახაბერ მაისაიამ, იმავე გაბრიჩიძემ და ვახტანგ კეკელიამ უპასუხეს.

ჯორჯიანსი ჩემპიონთა ლიგის წინასწარი რაუნდის F ჯგუფში გამოდის, რომელსაც თურქეთი მასპინლობს. ასათიანის გუნდმა პირველი მატჩი შვედურ ერებრუსთან ანგარიშით 3:5 დათმო. ჯგუფის კიდევ ერთი მონაწილე თურქული შიშლია, რომელთანაც ჯორჯიანსი ბოლო ტურში, 27 აგგვიტოს ითამაშებს. თურქულმა კლუბმა პირველ ტურში შტუტგარტთან 2:4 წააგო, მეორე ტურში კი ერებრუსთან მოგვიანებით ითამაშებს.

მომდევნო, ძირითად რაუნდში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადადის. 

ჯორჯიანსი 4:2 შტუტგარტი

გოლები: 1:0 გაბრიჩიძე (12'01''), 2:0 მაისაია (28'13''), 2:1 ჯინდიჩი (28'39''), 3:1 გაბრიჩიძე (35'01''), 3:2 ჯინდიჩი (35'26''), 4:2 კეკელია (39'27'') 

ჯორჯიანსი (სასტარტო): ჯამბურია - თოფურია, კეკელია, თოდუა, ქურდაძე.
სათადარიგო: ტერუნაშვილი, სილაგავა, ხეჩიკაშვილი, ცხომარია, თოლორდავა, გაბრიჩიძე, მაისაია.  

კომენტარები

ბოლო ამბები