Thumbnail

სტამბოლში, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრასთან ერთად სეზონის საუკეთესო ფეხბურთელების და მწვრთნელების დაჯილდოება გაიმართა.

წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის წოდებისთვის ბრძოლაში ბოლო შორტლისტში 3 ფეხბურთელი გახლდათ: ქარიმ ბენზემა (რეალი, საფრანგეთი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი, ბელგია) და ტიბო კურტუა (რეალი, ბელგია). აღსანიშნავია, რომ ჯილდოს 11-წლიან ისტორიაში პირველად მოხდა ისე, რომ საბოლოო 3-კაციან სიაში ორი ერთი და იმავე ქვეყნის წარმომადგენელი მოთამაშე მოხვდა. სამეულიდან უეფამ საუკეთესოდ ქარიმ ბენზემა დაასახელა. 

ბენზემა ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ორივე ტურნირიც მოიგო

უეფას წლის რჩეულები

საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი: ქარიმ ბენზემა (რეალი)

საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: ალექსია პუტელიასი (ბარსელონა)

საუკეთესო მამაკაცი მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი (რეალი)

საუკეთესო ქალი მწვრთნელი: საგინა ვიგმანი

 

კარლო ანჩელოტი უეფას წლის საუკეთესო მწვრთნელია 

შეგახსენებთებთ, რომ უეფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ყველაზე მეტჯერ ტურინის იუვენტუსისა და პორტუგალიის ნაკრების სუპერვარსკვლავ კრიშტიანო რონალდოს აქვს მოგებული (3-ჯერ), შარშან კი გამარჯვება ჩელსის ნახევარმცველმა ჟორჟინიომ მოიპოვა.

უეფას წლის ფეხბურთელი (ყველა გამარჯვებული)

2011  - ლიონელ მესი (ბარსელონა)

2012 - ანდრეს ინიესტა (ბარსელონა)

2013 - ფრანკ რიბერი (ბაიერნი)

2014 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)

2015 - ლიონელ მესი (ბარსელონა)

2016 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)

2017 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)

2018 - ლუკა მოდრიჩი (რეალი)

2019 - ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული)

2020 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)

2021 - ჟორჟინიო (ჩელსი)

კომენტარები

ბოლო ამბები