Thumbnail
  • ევროპოპის YouTube არხის სტუმარი მერაბ შარიქაძეა
  • 'ბორჯღალოსნების' კაპიტანმა სახალისო კითხვებზე გვიპასუხა

“უპასუხე თუ შეგიძლია” - ევროპოპის YouTube-არხზე ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რუბრიკაა, რომლის ვიდეოებს ყოველთვის ბევრი ნახვა აქვს. ეს რუბრიკა უკვე რამდენიმე საინტერესო და, რაც მთავარია, სახალისო ვიდეოს მოიცავს. სპორტსმენები და სპორტთან დაკავშირებული ცნობილი ადამიანები რუბრიკაში სპეციალურად მათთვის მოფიქრებულ სახალისო კითხვებს პასუხობენ.

რუბრიკის სტუმრები უკვე იყვნენ გიორგი ჯანელიძე, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე, სპორტული ჟურნალისტი და კომენტატორი ტატო ბაციკაძე, საქართველოს კალათბურთის ნაკრების წევრი რატი ანდრონიკაშვილი, ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია, ასევე სცენარისტი და რეჟისორი მიშა მშვილდაძე და სხვები.

ახალ ეპიზოდში “უპასუხე თუ შეგიძლიას” სტუმარი საქართველოს რაგბის ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძეა. 

რა რიტუალი აქვს მატჩამდე, რომლის გარეშეც მოედანზე გასვლა არ შეუიძლია? ნაკრებიდან ვინ დებს ყველაზე მეტ ლელოს 'მესამე ტაიმში'? რას აკეთებენ მოედანზე 'მღლეტავები'? რქაწითელი თუ ციცქა? - 'ბორჯღალოსნების' კაპიტანი ამ და სხვა ასეთ კითხვებზე გვპასუხობს.

ვიდეო, რომელსაც ქვემოთ ნახავთ, შარიქაძეს სულ სხვა კუთხით გაგაცნობთ. ნახეთ და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები. დარწმუნებულები ვართ, რომ იხალისებთ. არ დაგავიწყდეთ ევროპოპის YouTube არხის გამოწერა, რომ არ გამოგრჩეთ ვიდეოები, რომლებიც ჩვენს არხზე დაიდება.

კომენტარები

ბოლო ამბები