- სტამბოლში 2022/23 წლების ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა
- ოთარ კიტეიშვილმა, ირაკლი აზაროვმა და ლუკა გუგეშაშვილმა მეტოქეები შეიტყვეს
- ლივერპული და აიაქსი კვარაცხელიას - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფები
- ქართველების სლოვანს ბაზელი შეხვდა, ლეხს ვილიარეალი - კონფერენსლიგის ჯგუფები
თურქეთის ქალაქ სტამბოლში 2022/23 წლების ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. 32 კლუბი 8 ოთხგუნდიან ჯგუფში განაწილდა. მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს ტურნირის ჯგუფური ეტაპის მონაწილე სამი ქართველი ლეგიონერის კლუბებმაც.
ოთარ კიტეიშვილის შტურმი F ჯგუფში ითამაშებს, მეტოქეებად კი ლაციო, ფეიენოორდი და მიდტიულანდი ეყოლება. ლუკა გუგეშაშვილის გუნდი ყარაბაღი G ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად ოლიმპიაკოსი, ფრაიბურგი და ნანტი ჰყავს. ირაკლი აზაროვის ცრვენა ზვეზდა H ჯგუფში მონაკოს, ფერენცვაროშსა და ტრაბზონსპორს ეთამაშება.

ევროპალიგის ჯგუფები
A ჯგუფი: არსენალი, პსვ, ბოდო გლიმტი, ციურიხი
B ჯგუფი: დინამო კიევი, რენი, ფენერბაჰჩე, აეკ-ი
C ჯგუფი: რომა, ლუდოგორეცი, ბეტისი, ჰიკ-ი
D ჯგუფი: ბრაგა, მალმიო, უნიონ ბერლინი, იუნიონ სენტ-ჟილუა
E ჯგუფი: მანჩესტერ იუნაიტედი, რეალ სოსიედადი, შერიფი, ომინია
F ჯგუფი: ლაციო, ფეიენოორდი, მიდტიულანდი, შტურმი
G ჯგუფი: ოლიმპიაკოსი, ყარაბაღი, ფრაიბურგი, ნანტი
H ჯგუფი: ცრვენა ზვეზდა, მონაკო, ფერენცვაროში, ტრაბზონსპორი

ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მატჩები 8 სექტემბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. ჯგუფების გამარჯვებულები ასპარეზობას 1/8 ფინალში გააგრძელებენ. მეორე ადგილზე გასული გუნდები - 1/16 ფინალში ითამაშებენ, ხოლო მესამეადგილოსნები კონფერენსლიგაზე გადაინაცვლებენ, სადაც 1/16-ფინალში ითამაშებენ.
ჯგუფური ეტაპის კალენდარი
ტური 1: 8 სექტემბერი
ტური 2: 14 სექტემბერი
ტური 3: 6 ოქტომბერი
ტური 4: 13 ოქტომბერი
ტური 5: 27 ოქტომბერი
ტური 6: 3 ნოემბერი.

2022/23 წლების ევროპალიგის ფინალური მატჩი 31 მაისს გაიმართება და მას ბუდაპეშტის "პუშკაშ არენა" უმასპინძლებს.
კომენტარები