Thumbnail
  • beIN SPORTS-ის პოსტს ტვიტერზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა
  • ტვიტი უკვე წაშლილია, მაგრამ პარასკევს შუადღემდე გამოქვეყნებული იყო

ვინმე დაიჯერებს, რომ ეს გვერდის ადმინისტრატორის უყურადღებობის გამო მოხდა?

მოკლედ: როგორც იცით, ხუთშაბათს სტამბოლში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა და 32 გუნდი 8 ჯგუფში გადანაწილდა. მათ შორის იყო მაკაბი ჰაიფაც. ისრაელის ჩემპიონი H ჯგუფში, პარი სენ-ჟერმენთან, იუვენტუსთან და ბენფიკასთან ერთად მოხვდა.

შანსი არაა, ეს ინფორმაცია კატარული ტელეკომპანია beIN SPORTS-ის ტვიტერის გვერდზე გენახათ, მით უმეტეს მის კატარულ ვერსიაზე, მაგრამ მაინც: ამ გვერდმა თავის მომხმარებლებს ამცნო, რომ H ჯგუფში მხოლოდ 3 გუნდი მოხვდა. და რომელი გუნდი ამოიღეს ჯგუფიდან არაბულ პოსტში? სწორია: ჰაიფას მაკაბი!

პოსტი, რომელშიც მაკაბი არ წერია

კატარსა და ისრაელს დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ. საამირო ფინანსურად ეხმარება ტერორისტულ ორგანიზაციებს, რომლებსაც ისრაელის განადგურება სურთ. ახლა კი, beIN SPORTS-მა ისრაელის ჩემპიონი უბრალოდ ჯგუფიდან წაშალა. ხსენებულ ტვიტზე ტელეკომპანიას, რომელიც მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატის ოფიციალური მაუწყებელია, ასეთი კომენტარი ჰქონდა: “ეს შეცდომა იყო, მიზეზი უყურადღებობაა. არაბული და ინგლისური პოსტები წაიშალა და ჩასწორდა, როცა შეცდომა შევამჩნიეთ.” - განუცხადეს ტელეკომპანიიდან გერმანულ საინფორმაციო “სააგენტო დოიჩე პრესე აგენტურს” (DPA). 

არადა, ტვიტერზე გამოქვეყნებული ხსენებული პოსტი, რომელშიც ჰაიფას მაკაბი არ ფიგურირებდა, პარასკევს შუადღემდე იდო, ახლა კი მართლაც წაშლილია. აი, beIN-ის ინგლისურენოვან ვებგვერდებზე კი ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფი უშეცდომოდ, ისრაელის ჩემპიონთან ერთადაა გამოქვეყნებული.

აღსანიშნავია, რომ beIN SPORTS მსოფლიოს ჩემპიონატს 6 სხვადასხვა არხზე გააშუქებს. ტელეკომპანიის ერთ-ერთი ექსპერტი მატჩების დროს ლეგენდარული რუუდ გულიტიც იქნება. beIN SPORTS ჩემპიონთა ლიგასაც გადასცემს - იმედია, მაკაბის თამაშებსაც აჩვენებენ.

საინტერესოა, რომ ისრაელის მოქალაქეებს კატარში მუნდიალზე ჩასვლა შეუძლიათ. საამირო იძულებული იყო, ფიფასთვის ეს დაპირება მიეცა - წინააღმდეგ შემთხვევაში მუნდიალის მასპინძლობის უფლებას ვერ მიიღებდა. თუმცა, ისრაელის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავიდა…

კომენტარები

ბოლო ამბები