Thumbnail

დეიან სტანკოვიჩი გადადგა - აზაროვს ცრვენა ზვეზდაში ახალი მწვრთნელი ჰყავს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ცრვენა ზვეზდა დეიან სტანკოვიჩმა საკუთარ სურვილით დატოვა
  • სერბულ გუნდს და ირაკლი აზაროვს მილოშ მილოიევიჩი გაწვრთნით

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მიღმა დარჩენის შემდეგ დეიან სტანკოვიჩმა ბელგრადის ცრვენა ზვეზდას მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. შესაბამისად, სერბული კლუბის ქართველ ფეხბურთელ ირაკლი აზაროვს ახალი მწვრთნელი ეყოლება.

სტანკოვიჩმა გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სერბეთის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში დამარცხდა. მაკაბისთან ორრაუნდიანი ბრძოლა ბელგრადელებმა 4:5 წააგეს (2:3, 2:2), გადამწყვეტი გოლი კი ბოლო წუთზე გაუშვეს.

"ცრვენა ზვეზდა ჩემი ყველაზე დიდი სიყვარულია. ჩემპიონთა ლიგაში გასვლის სამი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ სრულ სიცარიელეს ვგრძნობ. ამიტომ, ახლა დროა სხვამ სცადოს", - თქვა სტანკოვიჩმა.

აზაროვს სერბეთში დებიუტი ჯერ კიდევ არ ჰქონია

დეიან სტანკოვიჩი ცრვენა ზვეზდას 2019 წლიდან წვრთნიდა. მას წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა, რომლის დროსაც იტალიაში, ლაციოსა და ინტერის ღირსებას იცავდა.

ცრვენა ზვეზდამ სტანკოვიჩის შემცვლელი უკვე იპოვა - მილოშ მილოიევიჩი. სწორედ 39 წლის სპეციალისტმა ჩაიბარა სერბული გუნდი. ის 2019-2021 წლებში სტანკოვიჩის ასისტენტი იყო, თუმცა კარიერის უმეტესი ნაწილი შვედეთში აქვს გატარებული, სადაც ჰამარბის, მიალბისა და მალმიოს წვრთნიდა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით ითამაშებს ირაკლი აზაროვი, რომელიც ცრვენა ზვეზდას მიმდინარე თვის დასაწყისში შეუერთდა, მაგრამ სერბეთის ჩემპიონის რიგებში დებიუტი ჯერ არ ჰქონია.

კომენტარები

ბოლო ამბები