Thumbnail

2022/23 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ორი ქართველი ლეგიონერის კლუბი ითამაშებს. ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი A ჯგუფში გამოვა, სადაც მეტოქეებად აიაქსი, ლივერპული და რეინჰერსი ჰყავს. დავით ხოჭოლავას კოპენჰაგენი G ჯგუფში მოხდა და დაპირისპირება მანჩესტერ სიტისთან, სევილიასა და დორტმუნდთან მოუწევს. 

დადგინდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩების განრიგი და შესაბამისად, ცნობილი გახდა, როდის და ვისთან ითამაშებენ კვარაცხელიასა და ხოჭოლავას გუნდები. 

ნაპოლის საშინაო მატჩებზე ტრიბუნებზე საქართველოს დროშები ფრიალებს

ჩემპიონთა ლიგაში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი 7 სექტემბერს უნდა შედგეს და ეს ლივერპულის წინააღმდეგ მოხდება. ლუჩანო სპალეტის გუნდი პირველ ტურში მერსისაიდელებს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს. 

ნაპოლის მატჩები A ჯგუფში

I ტური. 7 სექტემბერი. ნაპოლი V ლივერპული 
II ტური. 13 სექტემბერი. რეინჯერსი V ნაპოლი
III ტური. 4 ოქტომბერი. აიაქსი V ნაპოლი
IV ტური. 12 ოქტომბერი. ნაპოლი V აიაქსი
V ტური. 26 ოქტომბერი. ნაპოლი V რეინჯერსი
VI ტური. 1 ნოემბერი. ლივერპული V ნაპოლი

ხოჭოლავას შახტართან ერთად ჩემპიონთა ლიგაში სტუმრად რეალი ჰყავს დამარცხებული

დავით ხოჭოლავას ჩემპიონთა ლიგაში თამაშის მდიდარი გამოცდილება აქვს, სადაც დონეცკის შახტართან ერთად გამოდიოდა. ამჯერად საქართველოს ნაკრების მცველი ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირში დანიურ კლუბთან ერთად გამოვა, პირველ ტურში კი სტუმრად დორტმუნდში ითამაშებს.

კოპენჰაგენის მატჩები G ჯგუფში

I ტური. 6 სექტემბერი. დორტმუნდი V კოპენჰაგენი
II ტური. 14 სექტემბერი. კოპენჰაგენი V სევილია
III ტური. 5 ოქტომბერი. მანჩესტერ სიტი V კოპენჰაგენი
IV ტური 11 ოქტომბერი. კოპენჰაგენი V მანჩესტერ სიტი
V ტური. 25 ოქტომბერი. სევილია V კოპენჰაგენი 
VI ტური. 2 ნოემბერი. კოპენჰაგენი V დორტმუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები