Thumbnail
  • აიაქსმა მანჩესტერ იუნაიტედს ანტონის ფასი დაუსახელა
  • მანამდე ამსტერდამულმა კლუბმა რამდენიმე შეთავაზება დაბლოკა 

მანჩესტერ იუნაიტედი ანტონის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს. ამსტერდამის აიაქსმა ინგლისური კლუბის ბოლო შეთავაზება დაბლოკა, რომლის მიხედვითაც "წითელი ეშმაკები" ბრაზილიელ ფეხბურთელში 90 მილიონ ევროს იხდიდნენ. იუნაიტედში მაინც სჯერათ, რომ ნიდერლანდურ კლუბთან შეთანხმება შესაძლებელია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აიაქსი 22 წლის შემტევში მანჩესტერ იუნაიტედისგან მინიმუმ 100 მილიონ ევროს ითხოვს. გარდა ამისა, ნიდერლანდელები ანტონის შენარჩუნებასაც ცდილობენ, რადგან სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცოტა დრო რჩება და ბრაზილიელის შემცვლელის პოვნა გართულდება.

"წითელი ეშმაკები" ლამის მთელი ზაფხულია ცდილობენ ანტონის ტრანსფერის დახურვას, თუმცა აიაქსმა მათი აქამდე გაკეთებული ყველა შეთავაზება დაბლოკა. 

მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელი შემტევი იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის ერიკ ტენ ჰაგის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, "წითელი ეშმაკები" სიტუაციის გართულების გამო სხვა ვარიანტებსაც განიხილავენ, მათ შორის პიერ-ემერიკ ობამეიანგის დამატების შესაძლებლობასახ, რომლის შეძენა ჩელსისაც სურს.

კომენტარები

ბოლო ამბები