Thumbnail

ფუტსალი | ჯორჯიანსმა ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლა მოგებით დაასრულა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ჯორჯიანსი 7:3 შიშლი
  • საქართველოს ჩემპიონმა F ჯგუფში 6 ქულით მეორე ადგილი დაიკავა

ფუტსალში საქართველოს ჩემპიონმა ჯორჯიანსმა ჩემპიონთა ლიგის წინასწარ რაუნდში გამოსვლა დაასრულა. 

ავთანდილ ასათიანის გუნდმა საკვალიფიკაციო F ჯგუფის ბოლო მატჩში, რომლის მასპინძელი თურქეთის ქალაქი ქოჯაელი იყო, ადგილობრივ ისტანბულ შიშლის დამაჯერებლად კი სძლია, მაგრამ ძირითად ეტაპზე გასვლა ვერ მოახერხა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონმა, რომელიც მანამდე თელასი ჯორჯიანსის სახელით გამოდიოდა, F ჯგუფში პირველი მატჩი შვედურ ერებრუსთან 3:5 დათმო, მეორე ტურში კი გერმანულ შტუგარტერს აჯობა - 4:2.

საბოლოოდ, ასათიანის გუნდმა 6 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, ჯგუფში პირველობა და მომდევნო ეტაპის საგზური კი ერებრუმ (9 ქულა) მოიპოვა.

ჯორჯიანსი 7:4 შიშლი

გოლები: 1:0 თოდუა (0'39''), 2:0 ქურდაძე (1'03''), 3:0 კეკელია (3'26''), 3:1 მეზკული (8'27'' პენ.), 4:1 ტერუნაშვილი (16'32''), 5:1 ქურდაძე (18'09''), 5:2 იიგითი (23'32''), 6:2 მაისაია (23'48''), 7:2 გაბრიჩიძე (24'10''), 7:3 მეზკული (32'03''), 7:4 აკაია (39'56'').

ჯორჯიანსი (სასტარტო): ჯამბურია - თოფურია, კეკელია, თოდუა, ქურდაძე.
სათადარიგო: ტერუნაშვილი, სილაგავა, ჯვარაშვილი, ხეჩიკაშვილი, ცხომარია, თოლორდავა, გაბრიჩიძე, მაისაია.  

კომენტარები

ბოლო ამბები