Thumbnail

‘სისხლიანი ფულის გამო სული გაყიდა’ - ბექჰემს კატარის გამო აკრიტიკებენ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • დევიდ ბექჰემს კატარის სარეკლამო ვიდეოში მონაწილეობისთვის აკრიტიკებენ
  • ლეგენდარულ ინგლისელს კატარელები წელიწადში 10 მილიონ ფუნტს უხდიან
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ადვილი მისახვედრი იყო, რომ დევიდ ბექჰემს ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ ბევრი გააკრიტიკებდა. 

ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა კატარში დაგეგმილი მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ელჩია. სარეკლამო ვიდეოში, რომელიც მუნდიალის მასპინძელ ქვეყანაზეა და რომელშიც ბექზი კატარს მოლოდინისამებრ ძალიან აქებს, უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. 47 წლის ბექჰემს განსაკუთრებით სამშობლოში აკრიტიკებენ.

სიუჟეტში ბექზი კატარზე ძალიან დადებითად საუბრობს, საამიროს “დაუჯერებელ ადგილად” და “სრულყოფილებად” მოიხსენიებს, მერე კი ამბობს: “მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა იქ ჩემს შვილებს ჩავიყვან.”

დევიდის მიმართ კრიტიკამ არ დააყოვნა. “ეს საშინელებაა! მან თავისი სული სისხლიანი ფულის გამო გაყიდა,” - წერს ბრიტანელი აქტივისტი პიტერ ტეტჩელი ტვიტერზე. სოციალურ ქსელებში ბექზის მიმართ კრიტიკული პოსტების რაოდენობა სულ უფრო და უფრო იმატებს.

ცნობილია, რომ დევიდ ბექჰემი კატარის მუნდიალის ელჩობაში წელიწადში 10 მილიონ ფუნტს (დაახლოებით 11,5 მილიონი ევრო) იღებს. 

მუნდიალის კატარში დაგეგმვისთვის ფიფას იმ დღიდან აკრიტიკებენ, როცა ეს ამბავი გადაწყდა. ‘გარდიანის’ ინფორმაციით, 2010 წლიდან 2021 წლამდე, მუნდიალისთვის მზადების პროცესში სამშენებლო სამუშაოებზე 6500-ზე მეტი მუშა გარდაიცვალა. ეს ადამიანები ძირითადად ინდოეთიდან, პაკისტანიდან, ნეპალიდან, ბანგლადეშიდან და შრი ლანკიდან იყვნენ. მეტიც: ‘გარდიანის’ ინფორმაციით, გარდაცვლილთა რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია.

კატარი ხშირადაა კრიტიკის ობიექტი ადამიანების უფლებების დარღვევის გამო და იმის გამოც, რომ სხვა ქვეყნებიდან ჩასულ მუშებს უკიდურესად ცუდ პირობებში უწევთ ყოფნა.

კომენტარები

ბოლო ამბები