- ნორვეგიელი ფეხბურთელი მატიას ნორმანი სათამაშოდ რუსეთში დაბრუნდა
- ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელი სტოლე სოლბაკენი პრინციპულია
ნორვეგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტოლე სოლბაკენმა უარი თქვა გუნდში მატიას ნორმანის გამოძახებაზე მხოლოდ იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა რუსეთის ჩემპიონატში დაბრუნება გადაწყვიტა. სოლბაკენის პოზიციას იზიარებს ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლიზ კლავენესიც.
26 წლის ნორმანი 2019 წლიდან როსტოვის ღირსებას იცავს, გასულ სეზონში კი იჯარით ნორვიჩში გამოდიოდა. კლუბი პრემიერლიგიდან გავარდა, ნორვეგიელმა ფეხბურთელმა კი რუსეთში დაბრუნება გადაწყვიტა. რუსეთში წერენ, რომ ნორმანი იჯარით კარიერას მოსკოვის დინამოში გააგრძელებს.
"ნაკრებიდან ნორმანის ჩამოშორება ჩემთვის რთული გადაწყვეტილება არ ყოფილა. მატიასს მაშინვე დავურეკე, როდესაც გავიგე, რომ რუსეთში იმყოფებოდა და გავაფრთხილე, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. მას 24 საათი მივეცით იმისთვის, რომ გადაეხედა გადაწყვეტილებისთვის, მაგრმა მან დინამოსთან კონტრაქტის გაფორმება ამჯობინა. სანამ მატიას რუსულ კლუბში თამაშობს, ნაკრებში მის გამოძახებაზე საუბარიც არ შეიძლება იყოს", - აცხადებს სტოლე სოლბაკენი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეიჭრისა და იქ ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღების გამო, ფიფამ რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონატებში მოთამაშე ლეგიონერებს კლუბებთან კონტრაქტების 2023 წლის ზაფხულამდე შეჩერებისა და სხვაგან თამაშის ნება დართო. ამასთან, რუსეთის ყველა ნაკრები და კლუბი საერთაშორისო ტურნირებიდან ჩამოშორებულია.
კომენტარები