Thumbnail
  • დინამო ზაგრები 1:0 ჩელსი | დორტმუნდი 3:0 კოპენჰაგენი
  • ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონი დაიწყო
  • დავით ხოჭოლავამ 'სიგნალ იდუნა პარკზე' 81 წუთი ითამაშა

ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონი სენსაციით დაიწყო, რომელიც E ჯგუფში დაფიქსირდა. ლონდონის ჩელსიმ მიმდინარე სეზონი პრემიერლიგაში ცუდად დაიწყო, მაგრამ ალბათ ბევრი ვერ იფიქრებდა, რომ თოას ტუხელის გუნდი ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დინამო ზაგრებთან წააგებდა.

თუმცა, ფაქტია, რომ ასე მოხდა. ხორვატებმა 1:0 მოიგეს და გამარჯვების გოლი დასაწყისშივე, მე-13 წუთზე გაიტანეს, როდესაც შესანიშნავი კონტრშეტევა მისლავ ორშიჩმა კეპასთან პირისპირ გასვლით და გოლით დაასრულა. სხვათა შორის, ეს ახალი სეზონის პირველი გოლიც იყო.რასაკვირველია, ჩელსის თამაშის გადასარჩენად დიდი დრო ჰქონდა და საგოლე მომენტებიც შექმნა, მაგრამ მაინც ვერ ითამაშა იმ ინტენსივობით, რომ ხორვატიის ჩემპიონს ისტორიული გამარჯვება ვერ მოეპოვებინა.

დინამო ზაგრებმა ჩემპიონთა ლიგა სენსაციით გახსნა

ამგვარად, ჩელსიმ ჯგუფში ასპარეზობა მარცხით დაიწყო და ტუხელის მიმართ კრიტიკა ცალსახაა, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება. შეგახსენებთ, რომ ამ ჯგუფში მილანი და ავსტრიული ზალცბურგიც არიან.

დღის კიდევ ერთი ადრიანი მატჩი G ჯგუფში გაიმართა, სადაც ფავორიტმა დორტმუნდმა დანიის ჩემპიონი კოპენჰაგენი იოლად, 3:0 დაამარცხა. გერმანელებმა პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანეს ორი გოლი, საბოლოო ანგარიში კი მატჩის ბოლოსკენ ჯუდ ბელინგემმა დააფიქსირა.

კოპენჰაგენის რიგებში დავით ხოჭოლავამ 81 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. Whoscored-მა ქართველი მცველის თამაში 6.7 ქულით შეაფასა და ეს კოპენჰაგენის რიგებიდან მე-2 საუკეთესო შეფასება იყო, მხოლოდ ვიქტორ კლაესონს დაუწერეს უფრო მაღალი ქულა (7.1).

დინამო ზაგრები 1:0 ჩელსი

გოლი: 1:0 ორშიჩი (13)

ჩელსი (3-4-3): კეპა - ასპილიკუეტა, კულიბალი, ფოფანა - ჯეიმსი, მაუნთი, კოვაჩიჩი (59. ჟორჟინიო), ჩილველი (71. კუკურელია) - ჰავერტცი, ობამეიანგი (59. ბროია), სტერლინგი (75. პულიშიჩი).

დორტმუნდი 3:0 კოპენჰაგენი

გოლები: 1:0 როისი (35), 2:0 გერეირო (42), 3:0 ბელინგემი (83)

კომენტარები

ბოლო ამბები