Thumbnail

ნაპოლიმ ჩემპიონთა ლიგაში ვიცე-ჩემპიონ ლივერპულს უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. რაც მთავარია, ხვიჩა კვარაცხელიას ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირში დებიუტი ეფექტური გამოუვიდა - საგოლე პასი მიითვალა, კიდევ ორ გოლში მონაწილეობა მიიღო და მთლიანობაში, ძალიან აქტიური და შთამბეჭდავი იყო.

ჩემპიონთა ლიგაში კვარაცხელიას შესანიშნავ თამაშს ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, ამჟამად წამყვანი გარი ლინეკერი გამოეხმაურა. 

"ნაპოლის ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საინტერესო ახალგაზრდა მოთამაშეა. ის გასულ უიქენდზე ლაციოს წინააღმდეგ ვნახე და შესანიშნავი იყო. მის წინააღმდეგ თამაში ისეთივე რთულია, როგორც მისი სახელის სწორად წარმოთქმა", - წერს 61 წლის ლინეკერი სოციალურ ქსელში.

ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფის სათავეში აიაქსია, რომელმაც შინ რეინჯერსს 4 უპასუხო გოლი გაუტანა. მომდევნო ტურში, 13 სექტემბერს, ნაპოლი რეინჯერსს ესტუმრება, ლივერპული კი აიაქსს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები