Thumbnail
  • ალექსანდრე ფევაძე კარიერას რუმინეთის უმაღლეს ლიგაში ითამაშებს
  • საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი, ალექსანდრე ფევაძე კარიერას რუმინეთში გააგრძელებს. ის ლაგუნა შარქსის ღირსებას დაიცავს. ქართველმა კალათბურთელმა რუმინულ გუნდთან ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ფევაძესთვის ლაგუნა შარქსი მეორე უცხოური კლუბია, ის ბოლოს ესპანური გრან კანარიას მეორე გუნდში თამაშობდა.

ალექსანდრე საქართველოში ცხუმ-აფხაზეთის, ბათუმისა და ჰიუნდაის რიგებში ასპარეზობდა. მას ეროვნულ ნაკრებში 8 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ლაგუნა შარქსი ახალ სეზონს სექტემბრის ბოლოს დაიწყებს. ფევაძე პირველ ტურში რუმინეთის ვიცე-ჩემპიონ ვოლუნტარის შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები