- ევროპოპის YouTube არხის სტუმარია ნიკოლოზ ცქიტიშვილი
- ნაკრების და NBA-ს ყოფილ კალათბურთელს რამდენიმე სახალისო კითხვა დავუსვით
“უპასუხე თუ შეგიძლია” - ევროპოპის YouTube-არხზე ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რუბრიკაა, რომლის ვიდეოებს ყოველთვის ბევრი ნახვა აქვს. ეს რუბრიკა უკვე რამდენიმე საინტერესო და, რაც მთავარია, სახალისო ვიდეოს მოიცავს. სპორტსმენები და სპორტთან დაკავშირებული ცნობილი ადამიანები რუბრიკაში სპეციალურად მათთვის მოფიქრებულ სახალისო კითხვებს პასუხობენ.
რუბრიკის სტუმრები უკვე იყვნენ გიორგი ჯანელიძე, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე, სპორტული ჟურნალისტი და კომენტატორი ტატო ბაციკაძე, საქართველოს კალათბურთის ნაკრების წევრი რატი ანდრონიკაშვილი, ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია, სცენარისტი და რეჟისორი მიშა მშვილდაძე, მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი მარაბ შარიქაძე და სხვები.
ახალ ეპიზოდში “უპასუხე თუ შეგიძლიას” სტუმარი საქართველოს ნაკრების და NBA-ს ყოფილი კალათბურთელი ნიკოლოზ ცქიტიშვილია.
რა გაიფიქრა პირველი, როცა NBA-ს დრაფტზე აირჩიეს? რატომ უჩქმიტა მაიკლ ჯორდანს? მოედანზე ვისი დაჭერა უჭირდა ყველაზე მეტად? რა ვერ აეწყო კლიპერსში? რა საერთო გვაქვს ლიბანელებს და ქართველებს? ცქიტიშვილი ამ და სხვა ასეთ კითხვებზე გვპასუხობს.
ნახეთ და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები. დარწმუნებულები ვართ, რომ იხალისებთ. არ დაგავიწყდეთ ევროპოპის YouTube არხის გამოწერა, რომ არ გამოგრჩეთ ვიდეოები, რომლებიც ჩვენს არხზე დაიდება.
კომენტარები