Thumbnail

დედოფლის გარდაცვალების გამო პრემიერლიგამ ტური გადადო

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • პრემიერლიგამ მე-7 ტურის შეხვედრები გადადო
  • დედოფლის შესახებ ლიგის აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

პრემიერლიგამ დედოფალ ელისაბედ II-ის ხსოვნის პატივსაცემად მე-7 ტურის თამაშები გადადო. ინფორმაცია ინგლისის უმაღლესმა საფეხბურთო ლიგამ ოფიციალურად დაადასტურა.

"ელისაბედ II-ის არაჩვეულებრივი ცხოვრებისა, ერის წინაშე დამსახურებისა და მისი ხსოვნის პატივსაცემად პრემიერლიგის უიკენდის თამაშები და მათ შორის ორშაბათს საღამოს გასამართი შეხვედრა გადაიდება", - ვკითხულობთ პრემიერლიგის განცხადებაში.

"ჩვენ და ჩვენს კლუბებს გვსურს, პატივი მივაგოთ ჩვენი უდიდებულესობის ჩვენი ქვეყნისადმი ხანგრძლივს და ურყევ სამსახურს. ის იყო შთაგონების წყარო და ტოვებს წარმოუდგენელ მემკვიდრეობას თავდადებული ცხოვრების შემდეგ. ეს ძალიან სევდიანი მომენტია არა მხოლოდ ჩვენი ერისთვის, არამედ მილიონობით ადამიანისთვის მთელს მსოფლიოში", - თქვა პრემიერლიგის აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ მასტერსმა.

ელისაბედ II გუშინ, 8 სექტემბერს გარდაიცვალა. იგი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მონარქი იყო, რომელიც ქვეყანას სათავეში 70 წლის განმავლობაში ედგა. დედოფლის დაკრძალვამდე დიდ ბრიტანეთში გლოვაა გამოცხადებული.

კომენტარები

ბოლო ამბები